საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი: ევროსკეპტიციზმი ჩაანაცვლა ევროკავშირის გაფართოების პრაგმატული პოლიტიკის ძიებამ. სამივე ქვეყანაში ვიგრძენით მხარდაჭერა ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების გზაზე

თავმჯდომარე 08 Dec 2022
შალვა პაპუაშვილი: ევროსკეპტიციზმი ჩაანაცვლა ევროკავშირის გაფართოების პრაგმატული პოლიტიკის ძიებამ. სამივე ქვეყანაში ვიგრძენით მხარდაჭერა ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების გზაზე

„თითქმის ათდღიანი ვიზიტი გვქონდა საპარლამენტო დელეგაციის ფორმატში. გერმანიაში, ნიდერლანდებში, ლუქსემბურგში. როდესაც ჩვენ ვართ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში, ორმხრივი ურთიერთობების გამყარების ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება, რომელსაც იღებს 27 წევრი ქვეყანა, იყოს პოზიტიური ჩვენი ქვეყნის მიმართ", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.


პარლამენტის თავმჯდომარემ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ნიდერლანდების სამეფოში და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა.


შალვა პაპუაშვილმა იმ მთავარ გზავნილებზე ისაუბრა, რაც მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე პარტნიორების მხრიდან გამოიკვეთა.


„შეგვიძლია რამდენიმე საკითხზე შევაჩეროთ ყურადღება. ე.წ ევროსკეპტიციზმი, რომელიც ახასიათებდა ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას, ჩაანაცვლა ევროკავშირის გაფართოების პრაგმატული პოლიტიკის ძიებამ. ჩვენ, სამივე ქვეყანაში ვიგრძენით მხარდაჭერა ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების გზაზე და ვიგრძენით, რომ ახლა, ევროკავშირმა თავისი თავი უნდა დაინახოს, როგორც გეოპოლიტიკური მოთამაშე . ევროკავშირში ინტეგრაცია გულისხმობს არა მხოლოდ ევროკავშირის სტრუქტურებში ინტეგრაციას, არამედ მჭიდრო ურთიერთობას ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ამიტომ მნიშვნელოვანია პარლამენტებს შორის ურთიერთობის უფრო მჭიდრო, ინტენსიურ ფაზაში გადაყვანა. ჩვენ შევთანხმდით სამივე ქვეყნის პარლამენტებთან, რომ გვექნება საკომიტეტო დონეზე გაცვლა, იმისთვის, რომ აქტუალური პოლიტიკის იმ საკითხებზე, რომელიც ზოგადი პოლიტიკის მიღმაა, იქნება ეს გარემო, განათლება თუ სხვა, ჩვენს კოლეგებთან გვქონდეს გაცვლა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია მოხდეს საზოგადოების და პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია საერთო მიზნისკენ, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.


​ „ახლა მთავარია ჩვენი საზოგადოება, პოლიტიკური ლიდერები იყვნენ იმ მოწოდების სიმაღლეზე, რომელსაც ჰქვია გაერთიანება, იმისთვის, რომ მივაღწიოთ მიზანს, ევროკავშირში გაწევრიანებას. სტატუსი, მოლაპარაკებები, არის პროცესის ნაწილი. მთავარი ჩვენი მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება, რომელიც არაა მოკლე გზა. ეს გრძელი გზაა და მას ბევრი კუთხით ბრძნულად გავლა ჭირდება იმისთვის, რომ ვიყოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ეს გზა გულისხმობს, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა განვითარდეს ეკონომიკურად, ინსტიტუციურად, უნდა შეინარჩუნოს სტაბილური გარემო და იყოს რეგიონში უსაფრთხოების მხრივ ერთ-ერთი გამორჩეული", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 Jul 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

მსგავსი

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 Jul 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 Jul 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 Jul 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 Jul 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R