საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

თავმჯდომარე 29 მარტი 2022
შალვა პაპუაშვილი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მირჩა ჯოანასთან გამართა, სადაც ყურადღება უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიასა და ნატო-საქართველოს მრავალწლიან, მჭიდრო თანამშრომლობაზე გამახვილდა.


საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებს.


„ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, მნიშვნელოვანია, რომ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრის შესაძლებლობა მოგვეცა. განსაკუთრებით, ისეთ ვითარებაში, როგორიც ახლაა რეგიონში. გავცვალეთ მოსაზრებები უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებით, რომელიც, მათ შორის, საქართველოს შეეხება. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ აგრესია მალე შეჩერდეს და ამასთან დაკავშირებით მათი შეფასებები იყო საინტერესო. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და იმედია, წარმატებით დასრულდება. საქართველო იყო და რჩება ნატოს ერთგულ პარტნიორად. ჩვენ ნატოსთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს და ერთმანეთის გვერდში ვდგავართ უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ ეს პარტნიორობა ამ კრიზისულ პერიოდში აქტიურად გაგრძელდეს როგორც კომუნიკაციის, ასევე, შეხვედრების კუთხითაც“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R