საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის საშემოდგომო სესია 5 სექტემბერს გაიხსნება

მედია და საზოგადოება 04 სექტემბერი 2023
შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის საშემოდგომო სესია 5 სექტემბერს გაიხსნება

„ჩვენ ხვალ, 5 სექტემბერს, გავხსნით საშემოდგომო სესიას და პარლამენტი დაუბრუნდება სასესიო სხდომების ჩვეულ რეჟიმს. საპარლამენტო კომიტეტები, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო სასესიო პერიოდი, რა თქმა უნდა, აგრძელებდნენ სხვადასხვა საკითხზე ზაფხულის პერიოდშიც მუშაობას და ამ მხრივ ზაფხულიც დატვირთული იყო“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.


ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტი დავით სერგეენკოსა და ქეთევან დუმბაძისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს უყრის კენჭს.

 

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სასესიო კვირაში კენჭი უნდა ეყაროს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხ არამოსამართლე წევრს და ყველა პოლიტიკურ ჯგუფს მოუწოდა ამ კანდიდატების მხარდაჭერისკენ.


„იცით, რომ ეს გახლავთ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი. გავიდა 5 თვე, რაც დასახელდნენ ეს კანდიდატურები და გასაუბრებებიც იყო. ამ ხუთი თვის მანძილზე ამ ოთხ კანდიდატთან დაკავშირებით მე პირადად არ მომისმენია რამე უარყოფითი აზრი. ამიტომ, გთხოვთ შეხედოთ ამ საკითხს იმ პერსპექტივით, რომ მნიშვნელოვანია რეკომენდაციის შესასრულებლად და შეძლებისდაგვარად, იქნებ შევძლოთ არამოსამართლე წევრების არჩევა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე.


პარლამენტში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ასარჩევად წარდგენილი არიან: რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკილაშვილი, ლევან ნემსაძე და ნინო ნიშნიანიძე.


მიმდინარე სასესიო კვირაში განსახილველ საკითხებში შეტანილია დადგენილების პროექტი, რომელიც შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. დადგენილების პროექტის ინიციატორია ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.


საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა ხვალ, 12:00 საათზე, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R