საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი რუმინეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

თავმჯდომარე 26 სექტემბერი 2023
შალვა პაპუაშვილი რუმინეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუმინეთის პრემიერ-მინისტრ მარჩელ ჩოლაკუსს შეხვდა.

 

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოსა და რუმინეთს შორის ურთიერთობების მზარდი დინამიკა. შალვა პაპუაშვილმა რუმინულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-რუმინეთის ორმხრივი ურთიერთობები ეკონომიკისა და ვაჭრობის, ასევე ენერგეტიკის სექტორებში. რუმინეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ორ ძირითად მიმართულებაზე, - უსაფრთხოებასა და ეკონომიკაზე უნდა იყოს კონცენტრირებული. ამ მხრივ კი საპარლამენტო დიპლომატიის როლი მზარდია.

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მნიშვნელოვან გეოგრაფიულ მდებარეობაზე, რომელიც ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში სწორად უნდა იყოს გამოყენებული.

 

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო–რუმინეთს შორის საბორნე ხაზის გახსნას, აგრეთვე, ერთობლივი პროექტების მნიშვნელობას შავი ზღვის დაკავშირებადობისა და ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის ხელშეწყობის მიზნით.

 

შალვა პაპუაშვილმა რუმინეთის პრემიერ-მინისტრს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კუთხით საქართველოს პროგრესი გააცნო და რუმინეთის შემდგომი მტკიცე მხარდაჭერის მიღების იმედი გამოთქვა.

 

მარჩელ ჩოლაკუსმა აღნიშნა, რომ რუმინეთი გულით გულშემატკივრობს საქართველოს და გააგრძელებს მის მხარდაჭერას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე. მან მოუწოდა ქართულ მხარეს, მაქსიმალურად გამოიყენოს რუმინეთის რესურსი საქართველოს პროგრესის ხელშესაწყობად.

 

მხარეებმა გამოხატეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მზაობა.

 

შეხვედრას საქართველოს მხრიდან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ესწრებოდნენ დელეგაციის წევრები, დეპუტატები: დავით სონღულაშვილი, ისკო დასენი, გენრიეტა წიწავა, ეკატერინე სეფაშვილი და საქართველოს ელჩი რუმინეთში თამარ ბერუჩაშვილი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

მსგავსი

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
10 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R