საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი - საქართველო და უნგრეთი 2022 წლიდან სარგებლობენ სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატით, რაც ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განსაკუთრებულ სიახლოვეს

თავმჯდომარე 18 სექტემბერი 2023
შალვა პაპუაშვილი - საქართველო და უნგრეთი 2022 წლიდან სარგებლობენ სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატით, რაც ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განსაკუთრებულ სიახლოვეს

„ჩემთვის დიდი პატივია უნგრეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის ლასლო კიოვერის მასპინძლობა და ჩემი კოლეგისთვის ქართული სტუმართმოყვარეობის, ისტორიის, კულტურის გაცნობა. ჩვენი სახელმწიფოები 2022 წლიდან სარგებლობენ სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატით, რაც ხაზს უსვამს პოლიტიკურ დონეზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განსაკუთრებულ სიახლოვეს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის ლასლო კიოვერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

 

შალვა პაპუაშვილის თქმით, იმ დროს, როდესაც საქართველო ისწრაფვის ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისკენ, ამ ორგანიზაციების წევრი სახელმწიფოს ასეთი პარტნიორობა და თანადგომა საქართველოსთვის განსაკუთრებით დასაფასებელია.

 

„ამ კონტექსტში ჩვენი მიზანია აღნიშნული სტრატეგიული პარტნიორობის შევსება, გაძლიერება და გამდიდრება საპარლამენტო მიმართულებით. შეხვედრაზე უნგრეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მივესალმებით და ვაფასებთ უნგრული მხარის უმაღლესი დონის განცხადებებს, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მკაფიოდ და უპირობოდ უჭერს მხარს. ეს არის ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენი სამშობლოს ევროპულ მომავალს ყველაზე მეტად სჭირდება. ეს არის ის, რის მოსმენას სხვა სახელმწიფოებისგანაც ველით და ვისურვებდით“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

მისივე განმარტებით, შეხვედრაზე დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების მზარდი დინამიკა და აღნიშნეს ეკონომიკისა და ვაჭრობის, ტურიზმის, ენერგეტიკის მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების უდიდესი პოტენციალი.

 

„რა თქმა უნდა, განვიხილეთ საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელების პროგრესი. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ყველა წევრი ქვეყნის, მათ შორის, უნგრეთის გამოცდილება ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე. მზად ვართ საქმიანი და არსებითი დიალოგისთვის. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგას ჩამობრძანებისთვის. დიდი ენერგიით და მონდომებით გავაგრძელებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაზე მუშაობას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
05 ივნისი 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

მსგავსი

მარიამ ლაშხმა ვიზიტის ფარგლებში კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა
05 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა ვიზიტის ფარგლებში კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R