საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

თავმჯდომარე 09 აპრილი 2024
შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარე დუნიაგოზელ გულმანოვას შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ისაუბრეს საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების შემდგომ პერსპექტივებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საკანონმდებლო ორგანოების შესაბამის კომიტეტებსა და საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფებს შორის კავშირების გააქტიურებას, ასევე, საპარლამენტო დიპლომატიის კუთხით ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.


მხარეებმა, აგრეთვე, მიმოიხილეს ორი ქვეყნის საპარლამენტო ცხოვრება და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებში მოქმედი რეგულაციები.


რეფორმებისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნით, მიმდინარე წლის აპრილ-მაისში დაიგეგმა თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საქართველოში.


​საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილი; თურქმენეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი; უზბეკეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი ანტონ ობოლაშვილი; აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი სოზარ სუბარი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა

მსგავსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა
26 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R