საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილის და ლევან იოსელიანის ერთობლივი ბრიფინგი

მედია და საზოგადოება 28 ივნისი 2021
შალვა პაპუაშვილის და ლევან იოსელიანის ერთობლივი ბრიფინგი

„დღეს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საარჩევნო რეფორმის პაკეტი და ამით დასრულდა რამდენიმეთვიანი მუშაობა. საბოლოო ჯამში, მივიღეთ პაკეტი, რომლითაც 6 სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც შეეხება: საარჩევნო სისტემას, საარჩევნო ადმინისტრაციას, წინასაარჩევნო კამპანიას, ხმის მიცემის პროცედურას, ხმების დათვლის პროცედურებს და საარჩევნო დავებს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.


მისი თქმით, საარჩევნო რეფორმის საკანონმდებლო პაკეტი 20 განსაკუთრებულად მნიშვნელოვან სარეფორმო პუნქტს შეიცავს და მათგან მხოლოდ 5 პუნქტია 19 აპრილის შეთანხმებაში გათვალისწინებული, 15 პუნქტი კი სამუშაო ჯგუფმა მუშაობის პროცესში გამოავლინა და შეათანხმა.


„მნიშვნელოვანია, რომ 19 აპრილის შეთანხმების მონაწილეებმა დღეს მხარი დაუჭირეს რეფორმის პაკეტს, თუმცა, ამავე დროს, ხაზგასასმელია, რომ პარტია „ლელომ“ მხარი არ დაუჭირა ამ პროექტს. ის გახლავთ 19 აპრილის შეთანხმების ერთადერთი ხელმომწერი პარტია, რომელმაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მხარი არ დაუჭირა ამ ცვლილებებს. ამით, კიდევ ერთხელ, ხაზგასმულია, რომ პარტია „ლელო“ უბრუნდება თავის ბუნებრივ გარემოს და დგება იქ, სადაც „ნაციონალური მოძრაობაა“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისი განცხადებით, მეორე მნიშვნელოვანო ეტაპი - კანონის იმპლემენტაციაა.

„დარწმუნებული ვარ, რომ იმპლემენტაციის პროცესი, ასევე თანხმობით წავა. ეს კანონი და მასში გაწერილი პროცედურები არ დატოვებს არცერთ ღია კითხვას და გამორიცხავს ყოველგვარ სპეკულაციას არჩევნებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.


პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის შეფასებით, დღეს ისტორიული დღეა, როცა პარლამენტმა მიიღო საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რის მიხედვითაც პირველად საქართველოს ისტორიაში საარჩევნო გარემო ფუნდამენტურად იცვლება.


„საარჩევნო კოდექსი იცვლება იმგვარად, რომ გაყალბების, მანიპულაციის და სხვა ასეთი ტიპის მოქმედება შეუძლებელი იქნება. ეს იმის საწინდარია, რომ საქართველოში არჩვენები უნდა ჩატარდეს მშვიდ გარემოში. ძალიან მიხარია, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები, როდესაც პარლამენტში შემოვიდნენ, შემოუერთდნენ სამუშაო პროცესს და მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ სამწუხაროა, რომ ცალკეულმა პარტიებმა მხარი არ დაუჭირეს საკანონმდებლო პაკეტს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.


მისი თქმით, ასევე მნიშნელოვანია, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში შეიქმნა პრეცედენტი, როდესაც ოპოზიციას და მმართველ პარტიას შეუძლია ისეთ საკითხზე თანამშრომლობა, რომელიც ამ ქვეყნისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პარტიული ინტერესი.


„ეს პრეცედენტი შევქმენით ჩვენ, პარტია „მოქალაქეებმა“ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად და მიმაჩნია, რომ ასეთ საკითხებზე, რომელიც თავისი მნიშვნელობით არის ზეპარტიული, ოპოზიციამ უნდა ითანამშრომლოს მმართველ პარტიასთან. ეს არის დემოკრატიის და საპარლამენტო ცხოვრების ყველაზე სწორი ფორმა, როდესაც არ არსებობს სახელმწიფოებრივ საკითხებში განსხვავება“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R