საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში წარადგინა

თავმჯდომარე 13 თებერვალი 2023
შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში წარადგინა

„საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 145-ე ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა 125-მდე ქვეყნის 600-მდე პარლამენტის წევრი, გვქონდა შესაძლებლობა შევხვედროდით 20-მდე საპარლამენტო დელეგაციას და პარლამენტის თავმჯდომარეს, შესაძლებლობა გვქონდა არაღიარების პოლიტიკის ხელშესაწყობად ჩვენს კოლეგებთან გვესაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ პოლიტიკის შენარჩუნება და ვაწვდიდით ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცადა.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ კომიტეტს საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში გააცნო. პარლამენტის თავმჯდომარემ 2022 წლის 11-16 ოქტომბერს, რუანდის დედაქალაქ კიგალიში გამართულ საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის რიგით 145-ე ასამბლეაზე, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მონაწილეობის შესახებ ისაუბრა.

 

შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა საკითხებზე, რომელიც ასამბლეის მთავარ თემებს წარმოადგენდა. მისი თქმით, ქართული დელეგაციის წევრები აქტიურად იყვნენ ჩართული განხილვებში.

 

ვიზიტის ფარგლებში, ასამბლეას სიტყვით მიმართა და საქართველოს მხრიდან გენდერული თანასწორობის წახალისებისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით გადადგმულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

შალვა პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ასამბლეაზე მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიას, რუსულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ასევე, რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მსოფლიოში სასურსათო კრიზისის შექმნასთან დაკავშირებით.

 

„ასამბლეის მსვლელობის პარალელურად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა ოთხი კონტინენტის, 19 ქვეყნის პარლამენტების ლიდერებთან. შეხვედრებზე ქართულმა დელეგაციამ ძირითადი ყურადღება გაამახვილა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ ასამბლეის ფორმატში მიმდინარე წელს დაგეგმილი აქტივობების შესახებაც ისაუბრა.

 

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის ასამბლეის მუშობაში, რომელიც 2023 წლის 11-15 მარტს, ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში გაიმართება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
10 ივნისი 2026

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა
10 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა
10 ივნისი 2026

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
10 ივნისი 2026

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
10 ივნისი 2026

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R