საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს მეორე მოსმენით წარუდგინა ცვლილების პროექტი, რომელიც მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრების ანაზღაურებას შეეხება

მედია და საზოგადოება 21 Nov 2023
შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს მეორე მოსმენით წარუდგინა ცვლილების პროექტი, რომელიც მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრების ანაზღაურებას შეეხება

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ პარლამენტის რეგლამენტის პროექტი.


პროექტით ცვლილება შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-14 მუხლში, რომლის თანახმადაც, 2025 წლის 1 იანვრიდან (მომდევნო მოწვევის პარლამენტი) იცვლება პარლამენტის წევრთა შრომის ანაზღაურების ოდენობა, კერძოდ: იზრდება გასამრჯელო პარლამენტის წევრებისთვის, მათ შორის იმ პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც იკავებენ საპარლამენტო თანამდებობებს.
რეგლამენტში ცვლილება კომიტეტის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარუდგინა.


მისი განმარტებით, პროექტის პირველი მოსმენისას პირველი მუხლი შესწორდა იმ მხრივ, რომ ნაცვლად აბსოლუტური თანხებისა, ჩაიწერა კოეფიციენტები, რომელიც იწყება 7-ით და მთავრდება 8,5-ით, შესაბამის თანამდებობებზე გადანაწილებით. აქედან გამომდინარე, შემდგომში ანაზღაურება დადგინდება მისი ნამრავლით საბაზო თანამდებობრივ სარგოზე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით დგინდება ყოველწლიურად.


კომიტეტმა წარდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში
18 Jun 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში

მსგავსი

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
18 Jun 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
18 Jun 2026

მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა
17 Jun 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა
17 Jun 2026

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R