საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სოზარ სუბარი: საჭიროა, საკონსტიტუციო დონეზე გავამყაროთ ის, რითაც დღემდე მოვსულვართ და რომელსაც თუ არ დავიცავთ, ხვალ არავინ იცის ვინ ვიქნებით

მედია და საზოგადოება 22 აპრილი 2024
სოზარ სუბარი: საჭიროა, საკონსტიტუციო დონეზე გავამყაროთ ის, რითაც დღემდე მოვსულვართ და რომელსაც თუ არ დავიცავთ, ხვალ არავინ იცის ვინ ვიქნებით

„კანონი, რომელის მიღებაზეც ვსაუბრობთ, სულ ერთი მუხლია და რვა პუნქტისგან შედგება, ეს არის კანონი ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ - არაფერი მეტი. ეს არის ის ღირებულება, რომელსაც ვიცავთ და რომელიც უნდა დავიცვათ ჩვენ“, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ქუთაისში „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვისას.


მისი თქმით, ამ ცვლილებების მიღება საჭირო გახდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე.


„დღეს ისეთი პროცესები მიდის მსოფლიოში და საქართველო არ არის გამონაკლისი, რომ რეალურად გახდა ეს კანონი საჭირო. მაგალითად, რაც ხდება პოლონეთში, რაც ხდება უნგრეთში, ძალიან ბევრ ქვეყანაში გაცილებით მკაცრი კანონები აქვთ მიღებული, რომ ეს ღირებულებები დაიცვან. ეს არის სწორედ ოჯახის, ბავშვის უფლებების დაცვა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.


მან ყურადღება გაამახვილა ერთსქესიანთა ოჯახებში მყოფ ბავშვთა ფსიქოლოგიურ საკითხებზე და აღნიშნა, რომ სამეცნიერო კვლევების თანახმად, ასეთ ბავშვებში ფსიქიკური და ემოციური პრობლემები ორჯერ და სამჯერ მეტია.


მისივე განცხადებით, ეს საკითხი უფრო და უფრო პრობლემური გახდება, რადგან, როგორც კი დასავლეთის რომელიმე ქვეყანაში ამაზე საკანონმდებლო დონეზე იწყება საუბარი, ამას მოჰყვება პირველ რიგში უზარმაზარი რაოდენობით ფული და ხელისუფლებებზე ზეწოლა იწყება, რომ თამაშის წესებს დაემორჩილონ.


„ამიტომ საჭიროა საკონსტიტუციო დონეზე გავამყაროთ ის, რითაც დღემდე მოვსულვართ და რომელსაც თუ არ დავიცავთ, ხვალ არავინ იცის ვინ ვიქნებით. არ ვიქნებით ქართველები, არ იქნება საქართველო. არავის წინააღმდეგი არ ვართ, არავის უფლებებს არ ვარღვევთ, ვიცავთ ჩვენს უფლებას ვიყოთ ისეთები, როგორიც საუკუნეების განმავლობაში ვიყავით. როგორსაც ჩვენი და ნებისმიერი სხვა სარწმუნოება ასწავლის. ეს არის არა რომელიმე სარწმუნოების წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ ეს არის ურწმუნოებისა და აღვირახსნილობის ბრძოლა. თუმცა, ყველა ქვეყანაში არის ძალა, არიან ადამიანები, რომელთაც კარგად ესმით რა საშინელი საშიშროების წინაშე დგას დღეს კაცობრიობა. ამისთვის ჩვენც ჩვენი ერთი აგური უნდა დავდოთ, როგორც ჩვენი ქვეყნის და ერის დაცვაში, ისე კაცობრიობის დაცვაში“, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R