საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

კახაბერ კუჭავა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარდგა

თავმჯდომარე 21 იანვარი 2020
კახაბერ კუჭავა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარდგა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარდგა.

კახაბერ კუჭავამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიაში, პირველად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, როგორც ქვეყნის საგარეო კურსი, გამყარებული იქნა მოქმედი კონსტიტუციის დონეზე.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, რუსეთი რჩება საქართველოსთვის მთავარ გამოწვევად.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკას, რომელიც ემყარება დეოკუპაციისა და შერიგების კონკრეტულ ნაბიჯებს.

კახაბერ კუჭავამ ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოს დეოკუპაციისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ევროპელ კოლეგებს საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე ესაუბრა.

„საქართველო არასდროს ყოფილა ევროკავშირთან ისე ახლოს, როგორც დღეს. ქვეყანას გააჩნია ამბიციური გეგმა და მოსახლეობის უმრავლესობის მკაფიო მხარდაჭერა - კიდევ უფრო მეტ პროგრესს მიაღწიოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რისთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული პერსპექტივის არსებობა“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

მან ასევე, მიმოიხილა დემოკრატიული რეფორმების გზით საქართველოს მიერ მიღწეული კონკრეტულ შედეგები და ევროპარლამენტარებს ბოლო პერიოდში ქვეყნის შიგნით განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

ძირითადი აქცენტები გაკეთდა საკონსტიტუციო რეფორმაზე და მის ფარგლებში შემუშავებულ საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე.

საუბარი შეეხო ნოემბერში განვითარებულ მოვლენებს და სახელისუფლებო გუნდსა და ოპოზიციას შორის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მიმდინარე დიალოგს.

აღინიშნა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის წარმატებით განხორციელება, რომელიც დადებითად იქნა შეფასებული საერთაშორისო პარტნიორებისა და ორგანიზაციების მიერ.

მოხსენების ბოლო ნაწილი საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებს ეხებოდა.

კახაბერ კუჭავას მოხსენებაში ხაზგასმით იქნა აღნიშნული ევროპარლამენტარების მხარდაჭერისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ განცხადებების მნიშვნელობა, რომლებიც უაღრესად მნიშვნელოვანია ეყრდნობოდეს ობიექტურ ინფორმაციასა და უტყუარ ფაქტებს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან ერთად, ევროპარლამენტარებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა მიმართა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, ჰუმანიტარულ კრიზისსა და ბორდერიზაციის უკანონო პროცესზე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ჩვენი პარლამენტი“ გაიმართა
01 ივნისი 2026

პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ჩვენი პარლამენტი“ გაიმართა

შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა
01 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად, პარლამენტის აპარატის სტაჟიორებსა და სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა
29 მაისი 2026

შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად, პარლამენტის აპარატის სტაჟიორებსა და სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R