თამარ ჩარკვიანი პოლონეთის ელჩს შეხვდა

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ ჩარკვიანი პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს, მარიუშ მაშკიევიჩს შეხვდა.
შეხვედრაზე პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს.
ამ კონტექსტში, თამარ ჩარკვიანმა, ყოფილი პრეზიდენტის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ვითარებას და ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს.
დეპუტატმა ყურადღება, ასევე, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„ვისაუბრე, რომ აუცილებელია, საქართველოში განხორციელდეს მართლმსაჯულების რეფორმა და პრეზიდენტის შემთხვევაში, გამოყენებულ იქნას ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლი, სადაც გაწერილია სამართლიანი სასამართლოს გამოყენების უფლება“, - განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.
შეხვედრას, ასევე, პოლონეთის რესპუბლიკის ელჩის პირველ მრჩეველი პოლიტიკის და ეკონომიკის საკითხებში, მარიუშ პიეძაკი ესწრებოდა.
