საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თამარ ტალიაშვილი: მნიშვნელოვანია, იურიდიული განათლების ხარისხის გამოწვევები განხილულ იქნეს არა განყენებულად, არამედ განათლებისა და დასაქმების სისტემების ერთიან ჭრილში

მედია და საზოგადოება 07 აპრილი 2022
თამარ ტალიაშვილი: მნიშვნელოვანია, იურიდიული განათლების ხარისხის გამოწვევები განხილულ იქნეს არა განყენებულად, არამედ განათლებისა და დასაქმების სისტემების ერთიან ჭრილში

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის თემატიკა იყო „იურიდიული განათლება საქართველოში: გამოწვევები და შესაძლებლობები“.


თამარ ტალიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აქცენტი გააკეთა სამართლის, როგორც რეგულირებადი პროფესიის მნიშვნელობაზე, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმის პრიორიტეტულ საკითხებსა და იურიდიული განათლების ინტერნაციონალიზაციაზე.


„მისასალმებელია იურიდიული განათლების ხარისხის განვითარების, ასევე სამართალმცოდნის პროფესიაში შესვლის გამოწვევების საკითხებზე დისკუსიაში პროფესიული წრეების, უნივერსიტეტებისა და პოტენციური დამსაქმებლების მონაწილეობა. მნიშვნელოვანია, იურიდიული განათლების ხარისხის გამოწვევები განხილულ იქნეს არა განყენებულად, არამედ განათლებისა და დასაქმების სისტემების ერთიან ჭრილში. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი ჰოლისტურად უდგება ამ საკითხს და საპარლამენტო ჩართულობა ამ პროცესში აქტიურია,“ - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.


დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ უმაღლესი საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სხვადასხვა პროფესიული სფეროს წარმომადგენლები.


USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა საქართველოში, 5-წლიანი, 25 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტია, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს. პროგრამას აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი(EWMI) ახორციელებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R