საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თამარ ტალიაშვილმა ისტორიის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 23 ივლისი 2022
თამარ ტალიაშვილმა ისტორიის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა მონაწილეობა მიიღო პროექტ - ისტორიის კონკურსები, გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალში, რომელიც გერმანული კიორბერის ფონდისა (Körber-Stiftung) და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის - DVV International-ის ეგიდითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.

თამარ ტალიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აქცენტი გააკეთა ისტორიის კონკურსის - "30 წელი საბჭოთა კავშირის შემდეგ", მნიშვნელობაზე საქართველოსთვის. მისი თქმით ჩვენი ქვეყნისთვის, რომლის 20 პროცენტი ოკუპირებულია და იმ დროს როცა რეგიონში რუსეთის აგრესიამ უპრეცედენტო გამოწვევები შექმნა მშვიდობისა და უსაფრთხოების კუთხით, უახლესი ისტორიის სწორად გადმოცემა და გაანალიზება ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენი მიზანია ისტორიის სწავლებას განსაკუთრებული და კუთვნილი ადგილი მივანიჭოთ, რადგან პატრიოტიზმი, კრიტიკული ანალიზისა და თავისუფალი აზროვნების უნარები ამ საგნის სრულფასოვან გააზრებაზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული. გასულ წელს საქართველო ევროპის საბჭოს ისტორიის სწავლების ობსერვატორიუმის წევრი გახდა. ამ პლატფორმაზე საქართველოს გააქტიურება არა მხოლოდ ჩვენი განათლების სისტემის, არამედ ქვეყნის ევროპული პერსპექტივისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება", - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

კონკურსის ფარგლებში შეირჩა თემები როგორც მასწავლებელთა ტრენინგების, ასევე მოსწავლეთა კონკურსებისათვის.


პროექტი ერთდროულად ხუთ ქვეყანაში: უკრაინაში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში განხორციელდა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R