საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თამარ ტალიაშვილმა საერთაშორისო კონფერენციის - „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა

მედია და საზოგადოება 25 ივლისი 2022
თამარ ტალიაშვილმა საერთაშორისო კონფერენციის  - „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის  – „საქპატენტი“ და ამერიკის სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის მიერ ორგანიზებულ მე-6 საერთაშორისო კონფერენციაზე - „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“, რომელიც ბათუმში გაიმართა.


თამარ ტალიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის სფეროში არსებულ სიახლეებზე, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და საკანონმდებლო მხარდაჭერის მნიშვნელოვან საკითხებზე.


„ტექნოლოგიურმა განვითარებამ გაამარტივა ორიგინალის კონტრაფაქციული, ე.წ. პირატული ასლების მასიური წარმოების პრაქტიკული შესაძლებლობა. ეს გარემოება განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების უფლების მფლობელთა კანონიერი ინტერესების დაცვისა და აღსრულების თვალსაზრისით. ეს ხელს უშლის ადგილობრივი მეწარმეების წარმოების გაფართოებას, ხოლო ხელოვანებსა და ავტორებს პროფესიულ განვითარებაში, საფრთხეში აგდებს ჩვენს სრულფასოვან ინტეგრაციას ევროპულ და გლობალურ შემოქმედებით სივრცეში, ასევე, ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას სავაჭრო კუთხით. საქართველოს პარლამენტში განისაზღვრა თემატური მომხსენებელი ინტელექტუალური საკუთრების უფლებებზე და ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს ძალისხმევას ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო პოლიტიკის მხარდაჭერის კუთხით," - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.


​კონფერენციის მონაწილეთა შორის ევროპისა და აშშ-ის საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური წარმომადგენლების და ადგილობრივი კერძო სექტორის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებმაც მათ წინაშე მდგარ სირთულეებსა და გამოწვევბზე ისაუბრეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R