საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და კომიტეტის წევრები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 28 ივნისი 2022
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და კომიტეტის წევრები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და კომიტეტის წევრები საქართველოში ვიზიტად მყოფ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის, სამომავლო უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების ქვეკომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.


შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები, საგარეო პოლიტიკის მიმართულებები და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს.


„თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წარმომადგენლებთან მნიშვნელოვანი და პროდუქტიული შეხვედრა გავმართეთ. მნიშვნელოვანია, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, საქართველოს, მადრიდის სამიტის პარალელურად სტუმრობს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩვენს ქვეყანას ალიანსის დღის წესრიგში. შეხვედრაზე საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებზე და გამოწვევებზე ვისაუბრეთ და ქვეყნის უსაფრთხოების გარემო და საგარეო პრიორიტეტები მიმოვიხილეთ. სტუმრებთან შეხვედრისას, საქართველოს ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილების დაჩქარების მნიშვნელობას გაესვა ხაზი. აღინიშნა, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების პრინციპების ერთგული რჩება და სრულად იზიარებს იმ ფასეულობებს და ღირებულებებს, რასაც ევრო ატლანტიკური სივრცე ემყარება. შეხვედრაზე ხაზი გავუსვით მკვეთრად გაუარესებულ უსაფრთხოების გარემოს, რომელიც განსაკუთრებით საგანგაშო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შემდეგ გახდა და ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ერთადერთი სწორი გზა რეგიონში ალიანსის გაფართოება და მისი წარმომადგენლობის გაზრდაა“, - განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერაიამ.


​ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებთან გამართულ შეხვედრას ალექსანდრე ტაბატაძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია, თეონა აქუბარდია, გიორგი ხელაშვილი, ნინო იობაშვილი, ალექსანდრე ელისაშვილი, დევი ჭანკოტაძე და ჰერმან საბო დაესწრნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
25 ივნისი 2026

პარლამენტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

მსგავსი

პარლამენტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
25 ივნისი 2026

პარლამენტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
25 ივნისი 2026

პარლამენტმა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
25 ივნისი 2026

პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო
25 ივნისი 2026

პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R