საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომა

მედია და საზოგადოება 10 დეკემბერი 2010

საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სესიის დღევანდელ სხდომაზე დაჩქარებული წესით, მეორე და მესამე მოსმენით განიხილა და მიიღო  საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“,  რომელიც არჩევნების ჩატარების სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ფინანსურ საკითხებს უზრუნველყოფს. კანონპროეექტის ცალკეულ თავებთან დაკავშირებით ცხარე დებატები გაიმართა. განსაკუთრებული აზრთა სხვადასხვაობა  პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულმა საკითხმა გამოიწვია.

საპარლამენტო ოპოზიცია მოითხოვს უფრო მკაფიოდ განისაზღვროს კანონში ამომრჩევლის მოსყიდვის ცნება, რადგან  ამომრჩევლები ხშირად მიმართავენ დეპუტატებს სხვადასხვა დახმარებისთვის, ასევე მთავრობის წევრები სხვადასხვა ორგანიზაციებს და პირებს უწევენ დახმარებას და ყველა ეს შემთხვევა შეიძლება  მოსყიდვად ჩაითვალოს. უმრავლესობის წევრებმა ამის თაობაზე განაცხადეს, რომ ისინი არ დაუშვებენ რაიმე ფორმით პოლიტიკურ კორუფციას და სწორედ ამას ემსახურება პროექტი.  დოკუმენტში გარკვეული პრევენციის მექანიზმიცაა ჩადებული, რომ რომელიმე სუბიექტი არ ჩაერთოს კორუფციაში. გარდა ამისა უმრავლესობას მიაჩნია, რომ დაფინანსების საკითხი საზოგადოების მხარდაჭერის მიხედვით უნდა გადაწყდეს. 

მანამდე კი პარლამენტის დღვანდელი სხდომა ტრადიციულად განცხადებებით დაიწყო.

პარლამენტის წევრმა, ჯონდო ბაღათურიამ განათლების სისტემაში კორუფციის არსებობაზე და მასში მაღალჩინოსნების მონაწილეობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ამის დამადასტურებელი დოკუმენტები პროკურატურას და პრეზიდენტს უკვე გაუგზავნა, ხოლო ასლი კი პარლამენტის თავმჯდომარეს  გადასცა და შესაბამისი რეაგირება მოითხოვა.

მაგდა ანიკაშვილის განცხადებით, დამწვრობის ცენტრის ახალ შენობაში გადასვლამ სერიოზული პრობლემები შექმნა მომსახურების ხარისხის თვალსაზრისით, გარდა ამისა, თანამშრომელთა დიდი ნაწილი უმუშევარი დარჩა. მან მოითხოვა, რომ შესაბამისმა ორგანომ იზრუნოს პერსონალისა და პაციენტთა პირობების გაუმჯობესებაზე.

გიორგი ახვლედიანმა მოითხოვა მისი სადეპუტატო შეკითხვა გადაეგზავნოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რათა პირველ რიგში შემოწმდეს ჰიბრიდული სიმინდის მოსავლის ხარისხი. გარდა ამისა დეპუტატი დაინტერესდა იმ ფერმერების ბედით, ვინც ჰიბრიდული სიმინდის მოსავალი ვერ მიიღო და განვადების ფული კი მაინც უნდა გადაიხადოს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა და უმრავლესობის  წევრებმა დავით დარჩიაშვილმა, ნუგზარ წიკლაურმა და ოთარ თოიძემ გასული წლის განმავლობაში ქვეყნის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯები შეაჯამეს.

პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, მაშინ, როდესაც ევროპაში ჯერ კიდევ მწვავედ დგას ეკონომიკური პრობლემები, საქართველოში შეიმჩნევა ეკონომიკური წინსვლა. საგრძნობლად გაიზარდა ქვეყნის საფინანსო რეიტინგი, რაც იმის წინაპირობაა, რომ შემოვა ინვესტიციები და ხალხი დასაქმდება.

დავით დარჩიაშვილის განცხადებით, 2011 წელს  დიდი ნაბიჯები გადაიდგა ევროპისა და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. შედეგად მივიღეთ ის, რომ ნატოს მინისტერიალი საქართველოს  წევრობის კანდიდატ ქვეყნებთან ერთად მოიხსენიებს.

ოთარ თოიძემ დადებითად შეაფასა მიმდინარე წელი და განაცხადა, რომ ქვეყანაში ბევრი რამ გაკეთდა მაღალხარისხიან, ხელმისაწვდომ, პაციენტზე ორიენტირებულ ჯანდაცვის სისტემაზე გადასასვლელად. მან ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება და სოციალურ პროგრამებსა და ბავშვთა ალტერნატიული მზრუნველობის ფორმებზე გადასვლის ახალ ინიციატივებზეც ისაუბრა. 

განცხადებების დასრულების შემდეგ სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული კანონპროექტების განხილვით გაგრძელდა.

ინიციატორების მოთხოვნით, დაჩქარებული წესით, I - II მოსმენით განიხილეს საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ”, რომელიც ტექნიკური ხასიათის ცვლილებას ითვალისწინებს, კერძოდ, ზოგიერთი საკანონმდებლო აქტის ტექსტში ტერმინი „გამგეობის (მერიის) ტერიტორიული ორგანო“ იცვლება ტერმინით „თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო“, ხოლო ტერმინი „გამგეობის (მერიის) რწმუნებული“ – სიტყვებით „თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული“.

დაჩქარებული წესით განიხილეს კანონის პროექტი “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ”, რომლის თანახმად, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით შემოწირულობების განხორციელებისათვის გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების საქართველოს კონტროლის პალატის მიერ შემოწმებაა გათვალისწინებული. ამასთან, კანონპროექტი არეგულირებს საკითხებს, რომლებიც ამომრჩევლის მოსყიდვისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს და პასუხისმგებლობას შეეხება.

აღნიშნულ კანონპროექტებთან ერთად  დილის სხდომაზე ეყარა კენჭი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს “ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე” გაეროს უშიშროების საბჭოს №1325 (1820, 1888, 1889 და 1960) რეზოლუციის განსახორციელებლად 2012-2015 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ”, რომელიც ითვალისწინებს „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს №1325 (1820, 1888, 1889 და 1960) რეზოლუციების განსახორციელებლად 2012–2015 წლების სამოქმედო გეგმის“ დამტკიცებას.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა კანონპროექტებთან ერთად I მოსმენით განიხილეს პარლამენტის წევრის, ჯონდო ბაღათურიას საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს კანონის პროექტი ,,ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ”, რასაც თავად ინიციატორმა პენსიონერებისა და უმწეოებისთვის გაკეთებული პარლამენტის საახალწლო საჩუქარი უწოდა, რადგან პროექტი ითვალისწინებს ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიებების სახით იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლებას, რომელთაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რიგი მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2011 წლის 1 ნოემბრამდე და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ჯერ არ აღსრულებულა. თუმცა უმრავლესობის წევრთა ნაწილის მოთხოვნით კანონპროექტის საბოლოო მიღებამდე შესამოწმებელია გარკვეული  სტატისტიკური მონაცემები, რომ არ მოხდეს კანონის განზოგადება იმ პირებზე, ვისაც ასეთი შემწეობა არ ესაჭიროება. მთავრობის საპარლამენტო მდივნის, გიორგი ხუროშვილის განცხადებით, კანონპროექტი მოუმზადებელია, რის გამოც მისი განხილვა ხვალინდელი სხდომისთვის გადაიდო.

პირველი მოსმენით განიხილეს ჯონდო ბაღათურიას კიდევ ერთი ინიციატივა   საქართველოს კანონის პროექტი “თავისუფლების ქარტია” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”, რომლის თანახმად, „თავისუფლების ქარტიით“ გათვალისწინებული თანამდებობრივი შეზღუდვები აგრეთვე შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ–მინისტრს, საქართველოს პარლამენტის წევრებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წევრებს.

მესამე მოსმენით განიხილეს და კენჭისყრით მიიღეს  საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რაც საქართველოს პარლამენტის შემადგენლობას განსაზღვრავს 150 წევრით, მათ შორის პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73  პარლამენტის წევრით. 2013 წლის 1 დეკემბრიდან კონსტიტუციური ცვლილების მიღების კვორუმი იზრდება ¾–მდე. ასევე პატიმრებს, რომლებიც სასჯელს იხდიან ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ექნებათ. ბარიერგადალახულ სუბიექტებს ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა ექნებათ.  

პარლამენტმა დღეს ორმოცდაათზე მეტი კანონპროექტი განიხილა.

რიგგარეშე სესია მუშაობას ხვალინდელ სხდომაზე გააგრძელებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
15 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R