საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 16 Oct 2019
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატს, გრიგოლ ლილუაშვილს მოუსმინეს.

სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილმა კანდიდატმა სხდომაზე უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც მიმდინარე პერიოდში საქართველოს მიმართ არსებობს.

„მსოფლიოსა და რეგიონში შექმნილი არასახარბიელო ვითარება არ მოქმედებს კარგად ჩვენს ქვეყანაში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობაზე. შეიარაღებული კონფლიქტები, სამოქალაქო დაპირისპირებები და სხვა სახის კრიზისული პროცესები ნათლად წარმოაჩენს, თუ როგორი მყიფეა საქართველოს გარშემო არსებული უსაფრთხოების გარემო. ქვეყნის შიგნით სახეზეა რთული, ზოგ შემთხვევაში კი ეგზისტენციალური საფრთხის მატარებელი გამოწვევები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია სამსახურის ეფექტური ფუნქციონირების გაგრძელება და სხვადასხვა საქმიანობის განხორციელება მაქსიმალური შედეგებით. 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს დაიცვას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება, თავისუფლება, დამოუკიდებლობა და დემოკრატია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურის საქმიანობა ძირითადად მიმართულია საფრთხეების ადრეულ იდენტიფიცირებაზე, მათ პრევენციასა და აღმოფხვრაზე.

ქვეყნის მთავარ საფრთხეს რუსული ოკუპაცია წარმოადგენს.

ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განთავსებული რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები და მათი სპეცსამსახურები წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ შექმნილი ვითარება საკმაოდ რთულია და ადგილზე არსებული მყიფე, თუმცა მართვადი სტაბილურობის შენარჩუნება სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ნაწილს წარმოადგენს.

სამწუხაროდ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება უკანონო ქმედებები, მათ შორის უკანონო „ბორდერიზაცია“, გადაადგილების უფლების შეზღუდვა, უკანონო დაკავებები და ა.შ. უფრო მეტიც, ეს ინსტრუმენტები ხშირ შემთხვევაში გამოიყენება არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოზე, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაზე ზემოქმედების ერთ-ერთ ბერკეტად.

აღნიშნულის ნათელი დადასტურებაა მიმდინარე წელს სოფლებში გუგუტიანთკარში და ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებული მოვლენები. ასევე, საქართველოს მოქალაქეების დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული საქმეები. 
ზემოაღნიშნული საკითხების განხილვისას ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ჩვენს პარტნიორებთან რუსეთის ფედერაციამ და დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლებმა აირჩიეს ულტიმატუმისა და მუქარის ენა და მიზანმიმართულად დააზიანეს მოლაპარაკებების არსებული ფორმატები, ვგულისხმობ IPRM-ის და ჟენევის ფორმატებს. 
რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების გამოწვევას წარმოადგენს, თუმცა, ბოლო წლების სამწუხარო საერთაშორისო გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მართული კონფლიქტები წარმოადგენს ოფიციალური მოსკოვის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს, რომელთან გამკლავებაც საერთაშორისო პარტნიორების სათანადო ჩარევის, მხარდაჭერისა და ადეკვატური რეაგირების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია.

ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში წარმოებული ჰიბრიდული ომის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს. მთლიანობაში, რუსეთი საქართველოში ჰიბრიდული ომის ხუთი ძირითადი ინსტრუმენტით მოქმედებს: საოკუპაციო ძალები და დე ფაქტო რეჟიმები; საინფორმაციო ომი; ე.წ. რბილი ძალა; ეკონომიკური ექსპანსია; ფარული ოპერაციები“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსობის კანდიდატმა უწყების საქმიანობის პრიორიტეტებზე საუბრისას ყურადღება ტერორიზმის წინააღმდეგ და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე და აქტივობებზე ისაუბრა. იგი ასევე კიბერუსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას შეეხო და აღნიშნა, რომ არსებული სისტემის რეფორმირებისა და შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის შექმნის მიზნით, სამსახური აქტიურად თანამშრომლობს დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს შესაბამის პარტნიორ ორგანიზაციებთან. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხს, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებით, ასევე საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით უკიდურესად შეამცირა საქართველოში საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა და მათი გავლენები.

„კორუფციასთან ბრძოლა არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. კორუფციის კონტროლის მხრივ საქართველო მაღალ პოზიციებს იკავებს მსოფლიოში, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი და მხოლოდ ესტონეთს ჩამორჩება. ასევე, მნიშვნელოვანია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხი. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში დღემდე მიღწეული წარმატების კვალდაკვალ საჯარო სექტორში კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის პრევენცია რჩება კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა მომხსენებელმა. 

გამოსვლის დასასრულს, გრიგოლ ლილუაშვილი სამსახურში კვალიფიციური კადრების მოზიდვის თემას და ამ კუთხით, სასწავლო ცენტრის საკითხს შეეხო, რომლის აღდგენაც პარლამენტის ინიციატივით და ჩართულობით მოხდება.

„დიდი მადლობა მინდა გითხრათ, იმისათვის, რომ უკვე მესამე მოსმენითაც გავიდა შესაბამისი კანონი, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს სამსახურს აღადგინოს სასწავლო ცენტრი, რომელიც წლების განმავლობაში გააჩნდა სისტემას. ეს სასწავლო ცენტრი ჯერჯერობით არ იქნება უმაღლესი განათლების მიმცემი ორგანიზაცია, თუმცა გვაქვს ძალიან მნიშნველოვანი გეგმები ამ სასწავლებელთან დაკავშირებით და სამომავლოდ აუცილებლად გახდება უმაღლესი განათლების მიმცემი სასწავლებელი, რაც საშუალებას მოგვცემს მივიღოთ უკვე გადამზადებული, სასწავლო პროგრამა გავლილი, შესაბამისი უნარებით აღჭურვილი, თაობები“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა. 

კომიტეტის სხდომა კანდიდატის მიმართ დასმული შეკითხვებით გაგრძელდა. დეპუტატების შეკითხვები საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების იდენტიფიცირებას და მათზე რეაგირების მიმართულებებს, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებს, სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების მეთოდოლოგიას, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების დინამიკას, აფგან მუხთარლის საქმის გამოძიების მიმდინარეობას, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის წევრებს, ეკონომიკურ და შესაძლო კორუფციულ დანაშაულებზე სამსახურის რეაგირებას, რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში შემოსვლის ფაქტს და 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა. 

სხდომაზე გრიგოლ ლილუაშვილმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა და რიგ საკითხებზე დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა. კითხვა-პასუხის შემდეგ კომიტეტის სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.
კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვა კენჭისყრის პროცედურით დასრულდა. 

დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით კენჭი უყარეს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად წარმოდგენილ გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას, 11 ხმით, მხარი დაუჭირეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
10 Jun 2026

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

მსგავსი

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
10 Jun 2026

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
10 Jun 2026

პარლამენტმა „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შექმნილი სახელმძღვანელოების სასწავლო პროცესში ეტაპობრივად დანერგვას ითვალისწინებს
10 Jun 2026

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შექმნილი სახელმძღვანელოების სასწავლო პროცესში ეტაპობრივად დანერგვას ითვალისწინებს

პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში” ცვლილებებს მხარი დაუჭირა
10 Jun 2026

პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში” ცვლილებებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R