საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ეკა ბესელია და ამავე ჯგუფის წევრი სერგო რატიანი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შვეიცარიის კონფედერაციაში ვიზიტს აფასებენ

მედია და საზოგადოება 14 Oct 2014
შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ეკა ბესელია და ამავე ჯგუფის წევრი სერგო რატიანი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შვეიცარიის კონფედერაციაში ვიზიტს აფასებენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციაში, ქალაქ ბერნში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ეკა ბესელია და ამავე ჯგუფის წევრი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი შედიან.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეფასებით, შვეიცარია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში. მისივე თქმით, საპარლამეტო დელეგაცის ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და შვეიცარიას შორის ურთიერთობებში ახალი ეტაპის დაწყებას. ,,შვეიცარია ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელიც უდიდეს და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობაში როგორც მედიატორი ქვეყანა. პარლამენტის თავმჯდომარის რანგში შვეიცარიაში ვიზიტი არ განხორციელებულა და ამიტომ, ამ ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, რომ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში. განსაკუთრებით აღვნიშნავდი საქართველო - შვეიცარიის მეგობრობის ჯგუფებს შორის ურთიერთობის დაწყებასაც. საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი შვეიცარიის პარლამენტში პირველად შეიქმნა და ამ პროცესში ძალიან დიდი როლი შეასრულა ჩვენმა საელჩომ და ელჩმა. უკვე შედგა საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ფილიპო ლომბარდის ვიზიტი საქართველოში. ვფიქრობ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო აქტიური იქნება. ბევრი თემა და ბევრი საკითხია, რომელიც ორმხრივი ინტერესის საგანია და ერთობლივი მუშაობისთვის ძალიან საინტერესო იქნება. ჩვენ ვიმუშავებთ მეგობრობის ჯგუფების ფორმატში ორმხრივად იმისათვის, რომ ეს ვიზიტები, ორმხრივი თანამშრომლობა კონკრეტულ შედეგებში იყოს ტრანსფორმირებული. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის ისეთი ქვეყნის მხარდაჭერა, როგორიც შვეიცარიაა სხვადასხვა მიმართულებით, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და სოციალური მხარდაჭერის კუთხით“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, სერგო რატიანის განცხადებით, შვეიცარიის კონფედერაციაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ვიზიტი შედგა, რომლის დროსაც მხარეებს შორის საკითხების ფართო სპექტრი იყო განხილული. ,,საკმაოდ მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო, რადგან შვეიცარია თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს რუსეთთან ურთიერთობაში. გვქონდა საუბრები ჩვენს პარტნიორებთან როგორც საშინაო პოლიტიკასთან, ისე საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. მათ სრულიად გაცნობიერებული აქვთ, რომ ჩვენი ურთიერთობები და მიმართებები რუსეთთან არის ნაწილი ევროპული ინტეგრაციისა. მნიშვნელოვანია, ასევე საქართველოში დემოკრატიის განვითარება და ამ მიმართულებითაც მუშაობა. გარდა ამისა, საუბრები გვქონდა ქვეყნის განვითარებასა და დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებით“, -განაცხადა სერგო რატიანმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 Jun 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 Jun 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 Jun 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 Jun 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R