საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დავით ონოფრიშვილის, ზურაბ აბაშიძის და გიორგი ცაგარეიშვილის ერთობლივი პრესკონფერენცია

მედია და საზოგადოება 25 ოქტომბერი 2016
დავით ონოფრიშვილის, ზურაბ აბაშიძის და გიორგი ცაგარეიშვილის ერთობლივი პრესკონფერენცია

პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრები მხარდამჭერებს მოუწოდებენ, მეორე ტურში მხარი „ქართული ოცნების“ კანდიდატებს დაუჭირონ.

ამის შესახებ ერთობლივი განცხადება დღეს, პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე დავით ონოფრიშვილმა, ზურაბ აბაშიძემ და გიორგი ცაგარეიშვილმა გააკეთეს. მათ ასევე მხარდამჭერებს მოუწოდეს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა მისცენ „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატს ჭიათურაში, თემურ გაფრინდაშვილს.

„პრაქტიკულად ყველგან დარჩენილია ორი პარტიის კანდიდატი: კოალიცია „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“. აქ ალტერნატივა არ არსებობს და მე ჩემს მხარდამჭერებს, თანამოაზრეებს მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ „ქართული ოცნების“ კანდიდატებს, რადგან ჩვენ ყველამ ერთად, 2012 წელს ერთად მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სამუდამოდ უნდა წასულიყო მინიმუმ ოპოზიციაში და, შეიძლება, პოლიტიკიდანაც“, - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

„საკონსტიტუციო უმრავლესობა ბოროტად იყო გამოყენებული ერთი პოლიტიკური ძალის, ერთი პიროვნების ხელში. ვფიქრობ, რომ კონსტიტუცია ძალიან ბევრი მიმართულებით, ერთმნიშვნელოვნად შესაცვლელია. ასევე ვიმედოვნებ, რომ გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის პირობებში, თუკი საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებენ, ეს ბოროტად გამოყენებული არ იქნება და მიმართული იქნება, ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობისკენ. დიდუბის მე-15 ოლქში კენჭს ვიყრიდი და ჩემი მხარდამჭერები მეორე ტურთან დაკავშირებით ჩემს პიროვნულ დამოკიდებულებას ელოდებიან - მათ მოვუწოდებ, მხარი ხელისუფლების კანდიდატს დაუჭირონ. ჩვენ მხარს “ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენლებს არასოდეს ვუჭერდით და მცდარ პოზიციად მიმაჩნია არც ერთის მხარდაჭერა, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ისევ “ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე დაასხავს წყალს“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

გიორგი ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებსა და საქართველოს პარლამენტის აპარატს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში აქტიური თანამშრომლობისთვის.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R