საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე თანამდებობიდან გაიწვია

მედია და საზოგადოება 19 Feb 2015
საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე თანამდებობიდან გაიწვია

საპარლამენტო უმრავლესობამ, მისი წარდგინებით არჩეული პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ აბაშიძე თანამდებობიდან გაიწვია.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე განუცხადა. „ჩემს სახელზე პარლამენტში შემოსულია საპარლამენტო უმრავლესობის განცხადება, რომლითაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გვამცნობს, რომ პარლამენტის რეგლამეტის 113 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარდგინებით არჩეული პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ აბაშიძე გამოწვეულია ამ თანამდებობიდან. მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ვიცე-სპიკერებთან დაკავშირებით ადგენს გარკვეულ პროცედურებს და განსაზღვრავს უფლებამოსილ პირებს. ბატონი ზურაბ აბაშიძე იყო არჩეული უმრავლესობის წარდგინებით. რეგლამენტის 113-ე მუხლის, მე-4 პუნქტის შესაბამისად, წარმდგენ სუბიექტს უფლება აქვს გამოიწვიოს წარდგენილი პირი ამ თანმდებობიდან. ასე რომ, გთხოვთ, პარლამენტმა ეს საკითხი მივიღოთ ცნობად და გაკეთდეს შესაბამისი საოქმო ჩანაწერი. პარლამენტის რეგლამენტი ასეთ შემთხვევაში კენჭისყრას არ ითვალისწინებს. ეს არის უფლება წარმდგენი სუბიექტის“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 Jun 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 Jun 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 Jun 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 Jun 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R