საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

აკაკი ზოიძე ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის რეგიონულ ხელმძღვანელს შეხვდა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 10 ივნისი 2019
აკაკი ზოიძე ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის რეგიონულ ხელმძღვანელს შეხვდა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ამერიკული ფარმაცევტული კომპანია - „ფაიზერის“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში სამედიცინო მიმართულების ხელმძღვანელს, ჰოდიკ მიქაელს და კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „ფაიზერის“ კომპანიას თამბაქოს მოხმარებისგან თავის დანებების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი პროგრამა გააჩნია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ხორციელდება.

ეს შეეხება თამბაქოსგან თავის დანებების მედიკამენტოზურ საშუალებებს და შესაბამის საკონსულტაციო მომსახურეობებს.

ფარმაცევტული კომპანიის რეგიონულმა ხელმძღვანელმა, კომიტეტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე, საქართველოსთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და სამომავლო ურთიერთობებისთვის კონკრეტული წინადადებები წარმოადგინა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეები გათავისუფლდნენ ამ მავნე ჩვევისგან. საქართველოს მოსახლეობის 1/3 თამბაქოს მომხმარებელია, რაც თავის მხრივ, დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული - ეს არის ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანებები, რომელიც 15 წლით ნაადრევ სიკვდილს იწვევს და თამბაქოს მოხმარება ასევე მნიშვნელოვნად აისახება მომხმარებელთა ფინანსურ ნაწილზე. ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჩვენ ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეიძლება, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის და განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს თამბაქოს მოხმარებისგან თავის დანებების მედიკამენტები და შესაბამის პროგრამაში მონაწილეობა“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტში ჰიპერტენზიის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია გაიმართა
24 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტში ჰიპერტენზიის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია გაიმართა

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 33-ე გენერალურ სხდომას დაესწრო
22 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 33-ე გენერალურ სხდომას დაესწრო

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში მოისმინა
22 ივნისი 2026

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ დადებითად შეაფასა
22 ივნისი 2026

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ დადებითად შეაფასა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
22 ივნისი 2026

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R