საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ქანთარია პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი 26 თებერვალი 2015
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ქანთარია პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა

განათლების სისტემა, როლი და მნიშვნელობა იყო ძირითადი საკითხი, რომლის შესახებაც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ქანთარიამ სტაჟიორებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

დეპუტატმა ახალგაზრდებს საქართველოს განათლების სფეროში არსებული პრობლემები და გამოწვევები გააცნო და ყურადღება როგორც საშუალო, ისე უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირების აუცილებლობაზე გაამახვილა. მისი განცხადებით, ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია შეუძლებელია განხორციელდეს, თუკი ქვეყნის განათლების სისტემა ევროპული სტანდარტების შესაბამისი არ იქნება და იგი კვალიფიციური კადრების მომზადებას არ უზრუნველყოფს.

შეხვედრაზე ალექსანდრე ქანთარიამ კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის შესახებ ისაუბრა და რამდენიმე კანონპროექტსაც შეეხო, რომელზეც კომიტეტი ბოლო პერიოდის განმავლობაში მუშაობდა, კერძოდ, პარლამენტის წევრმა ,,სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონპროექტის მნიშვნელობაზე გაამხვილა ყურადღება.

სტაჟიორებმა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს წინადადებით მიმართეს, რომ საჯარო სამსახურში სტაჟირება სამუშაო გამოცდილებად ჩაითვალოს. ალექსანდრე ქანთარიამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სტაჟიორებს ერთობლივი მუშაობის დაწყება შესთავაზა.

პარლამენტის წევრმა ახალგაზრდების შეკითხვებსაც უპასუხა, რომლებიც საუნივერსიტეტო განათლებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინტიტუტების რეფორმირების, ასევე პროფესორ-მასწავლებლების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ხარისხის ამაღლების საკითხებს შეეხებოდა.

შეხვედრის ბოლოს, დეპუტატმა სტაჟიორებს წარმატებები უსურვა და კომიტეტის სხდომებზე ინტენსიური დასწრება ურჩია. ,,მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენი პარლამენტში ყოფნის პერიოდი, რათა შეიძინოთ გარკვეული ცოდნა და გამოცდილება. დაისახეთ კონკრეტული მიზანი, რაც ღირსეულად ცხოვრებასა და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნაში დაგეხმარებათ“, - მიმართა ახალგაზრდებს კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

სტაჟირება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წელია მიმდინარეობს. 2015 წელს პარლამენტს 24 სტაჟიორი ჰყავს, რომლებიც სტაჟირებას პარლამენტის აპარატის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში გადიან. სტაჟიორები საპარლამენტო საქამიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი, ისინი კომიტეტების სხდომებს ესწრებიან და დეპარტამენტების მუშაობის სპეციფიკასაც ეცნობიან. 

სტაჟირების პროცესი პარლამენტის ცალკეული კომიტეტების, საპარლამენტო ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებთან, ასევე საქართველოს პარლამენტის ცალკეულ წევრებთან შეხვედრებსაც ითვალისწინებს, რომელთა ორგანიზებას საკადრო საკითხთა დეპარტამენტი ახორციელებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

მსგავსი

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
15 ივლისი 2026

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის, რეგიონული და ადგილობრივი საბჭოების გაერთიანებული სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის, რეგიონული და ადგილობრივი საბჭოების გაერთიანებული სხდომა გაიმართა

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის წევრები ქედასა და შუახევში ინკლუზიური განათლების და შშმ პირთა დღის ცენტრებს ესტუმრნენ
09 ივლისი 2026

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის წევრები ქედასა და შუახევში ინკლუზიური განათლების და შშმ პირთა დღის ცენტრებს ესტუმრნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R