საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დიმიტრი ცქიტიშვილი სტუდენტებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 25 აპრილი 2019
დიმიტრი ცქიტიშვილი სტუდენტებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა.

დიმიტრი ცქიტიშვილმა სტუდენტებს პარლამენტისა და უშუალოდ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის როლი და საქმიანობა გააცნო.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე, ევროპული სივრცისკენ საქართველოს სწრაფვაზე, ამ მიმართულებით ქვეყნის მიერ განვლილ გზაზე და გამოწვევებზე, პარლამენტის ფუნქციაზე სახელისუფლებო კონტროლის მექანიზმების კუთხით და პარლამენტის როლზე საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში. განიხილეს საკანონმდებლო ორგანოსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ურთიერთობები და ის პრიორიტეტები, რასაც საქართველოს პარლამენტი და მთავრობა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ახორციელებს.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.

სტუდენტებმა შეხვედრაზე, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები და ინიციატივები წარადგინეს. 

დიმიტრი ცქიტიშვილი სტუდენტების მოსაზრებებს გაეცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა.

„ძალიან ინტერაქტიული შეხვედრა იყო. საინტერესო საუბარი წარიმართა სტუდენტებთან. ვისაუბრეთ საგარეო პოლიტიკაზე, მათ აინტერესებთ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საქმიანობა და ის პრიორიტეტები, რასაც საქართველოს პარლამენტი და საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. ვისაუბრეთ პარლამენტის როლზე პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში, თუ რა ფუნქცია აქვს პარლამენტს სახელისუფლებო კონტროლის მექანიზმების კუთხით და როგორ მუშაობს ამ მიმართულებით“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს
10 ივლისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიაში მონაწილეობს
06 ივლისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიაში მონაწილეობს

ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა
29 ივნისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძემ ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
29 ივნისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძემ ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R