საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გუბაზ სანიკიძის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, შალვა კიკნაველიძის შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის მეჯლისის წევრებთან

მედია და საზოგადოება 29 ივლისი 2015
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გუბაზ სანიკიძის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, შალვა კიკნაველიძის შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის მეჯლისის წევრებთან

დღეს, პარალამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გუბაზ სანიკიძე და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შალვა კიკნაველიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის მეჯლისის (პარლამენტის) ეროვნული წარმოების მხარდაჭერისა და შესაბამისი პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგის საგანგებო კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს შეხვდნენ.

ვენის შეთანხმების წარმატებით დასრულების შემდეგ, საქართველო-ირანის ურთიერთობები აქტიურ ფაზაში გადავიდა. სწორედ ამ ურთიერთობების გაღრმავებას და თანამშრომლობის უფრო მეტ გააქტიურებას ეხებოდა ირანის ისლამური რესპუბლიკის საპარლამენტო ჯგუფის ვიზიტი საქართველოში.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ირანის რესპუბლიკის ორმხრივ ურთიერთობებზე და ენერგეტიკის, ეკონომიკის, ტურიზმის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. სტუმრები ასევე საქართველოს ეკონომიკური პოტენციალით დაინტერესდნენ.

გუბაზ სანიკიძის განცხადებით, შეხვედრაზე კონკრეტულ პროექტებზეც იყო საუბარი. „ვისაუბრეთ მეგა-პროექტებზე, როგორიცაა ენერგომატარებლების გატარება ჩვენი პორტების საშუალებით. სტუმრებმა დიდი სურვილი გამოთქვეს საქართველოდან მიიღონ სარწყავი წყალი. თვლიან, რომ საქართველოში ძალიან მიმზიდველი გარემოა ინვესტიციების განხორციებისათვის. საუბარი იყო სხვა საკითხებზეც, ძირითადად, ეკონომიკურ პროექტებზე, რაც ძალიან სერიოზულია და ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან პერსპექტიული. ვთვლი, რომ შეხვედრა საინტერესო იყო ჩვენთვისაც და მათთვისაც“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ. 

დელეგაციის წევრები ბიზნესის წარმოებისა და ეკონომიკური წინსვლის მიმართულებით არსებული ქართული კანონმდებლობითაც დაინტერესდნენ. „ეს არის საპარლამენტო ჯგუფის ვიზიტი, რომელსაც აინტერესებს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობა, ეკონომიკური პოტენციალი. აინტერესებთ თუ რა სფეროებია მნიშვნელოვანი საქართველოში ეკონომიკური მიმართულებით. მათ ასევე აქვთ სურვილი გაეცნონ საქართველოს გამოცდილებას ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით და სწორედ ამ მიმართულებით იგეგმება მათი შეხვედრები სხვადასხვა სფეროების წარმომადგენლებთან“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ შალვა კიკნაველიძემ.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, შალვა კიკნაველიძის განცხადებით, უახლოეს მომავალში, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, საქართველოს პარლამენტის ირანთან მეგობრობის ჯგუფის ვიზიტია დაგეგმილი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

მსგავსი

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R