საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გუბაზ სანიკიძის შეხვედრა ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის დირექტორთან, მერაბ ჩუხუასთან

მედია და საზოგადოება 07 ოქტომბერი 2014
გუბაზ სანიკიძის შეხვედრა ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის დირექტორთან, მერაბ ჩუხუასთან

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გუბაზ სანიკიძე ჩერქეზული (ადიღეური)კულტურის ცენტრის დირექტორს, პროფესორ. მერაბ ჩუხუას შეხვდა, სადაც მხარეებმა ქართულ-კავკასიურ ურთიერთობებზე, არსებულ პრობლემებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.

„ჩვენთვის ძვირფასია ის განვლილი გზა, რაც ქართველებმა და კავკასიელებმა დღემდე გაიარეს. ყოველივე ეს მოითხოვს სამეცნიერო შესწავლას. ამ მიმართულებით ცენტრმა უკვე შექმნა, რამდენიმე წიგნი. ზოგი მათგანი გამოცემულია ინგლისურ ენაზე, ზოგი გვაქვს ელექტრონული სახით. ჩვენ ვსაუბრობთ სამომავლო გეგმებზე, რათა სრულყოფილი იყოს ჩვენი ურთიერთობა, არა მხოლოდ კომიტეტსა და ცენტრს შორის კოორდინაციის, არამედ იმ გარემოს შორის, რაც საქართველოს ადგილმდებარეობიდან და ისტორიული ხვედრიდან გამომდინარე არსებობს. იმისთვის, რომ განვითარდეს ურთიერთობა ჩრდილო კავკასიელ ხალხებთან, ჩვენს ხელთ არსებული წარმატებული კავშირები კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს მიმართული საქართველოს წინსვლის, სიძლიერისა და პროგრესისკენ - კავკასიური მიმართულებით“, - აღნიშნა მერაბ ჩუხუამ.

დღევანდელ შეხვედრას ქართულ-ხუნძური ასოციაციის ხელმძღვანელი მარკო ხაფეზოვიც ესწრებოდა. სტუმარმა კომიტეტის თავმჯდომარეს განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. როგორც მან აღნიშნა, ავარულ ენაზე უკვე გადათარგმნილია „ვეფხისტყაოსანი“. შექმნილია ავარულ-ქართული ლექსიკონი, მიმდინარეობს მუშაობა ქართველი კლასიკოსების ნაწარმოებების თარგმნაზე. მან სურვილი გამოთქვა ზაქათალაში ავარული კულტურული ცენტრის შექმნის შესახებ.

„ჩრდილო კავკასიელ ძმებთან კარგი ურთიერთობა პირველ რიგში, ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. ჩვენ კი არ უნდა გავხდეთ ევროპელები, არამედ უნდა გავხდეთ კავკასიელი ევროპელები. ჩვენი კავკასიელი ძმებისთვის ბევრი უნდა გავაკეთოთ. ამ მიმართულებით კომიტეტი გრძნობს მხარდაჭერას როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, ასევე საქართველოს მთავრობის, განსაკუთრებით კი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგან“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

დღევანდელ შეხვედრაზე დაიგეგმა, რომ მალე გაიმართება კომიტეტის გაფართოებული სხდომა, სადაც მოწვეული იქნებიან ექსპერტები და განსახორციელებელ პროექტებს ერთად განიხილავენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R