საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

რომან კაკულია საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა

მედია და საზოგადოება 31 Jan 2019
რომან კაკულია საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა. 

შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების იმ მოდელზე ისაუბრეს, რომლის შექმნასაც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი საზოგადოების ფართო ჩართულობით გეგმავს. კერძოდ, კომიტეტის ინიციტივით დაიწყება მუშაობა ეკონომიკური პოლიტიკის ფართო და ამომწურავ დოკუმენტზე - 2030, რომელიც მომზადდება არა მხოლოდ სახელისუფლო ისტიტუციების, არამედ ეკონომიკაზე მომუშავე ოპოზიციონერი ადამიანების მონაწილეობით, რომლებსაც განსხვავებული ხედვები აქვთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ შეხვედრაზე განაცხადა, საერთო საზოგადოებრივი კონსენსუსის გარეშე ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა წარმატებული ვერ იქნება.

„ჩვენ ვაპირებთ დავიწყოთ ძალიან ფართო დიალოგი ეკონომიკასთან დაკავშირებული ურთიერთგანსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს შორის და ამ საკითხში გვინდა გვქონდეს ევროკავშირის მხარდაჭერა, რომ ამ დოკუმენტის მომზადების პროცესი წარიმართოს ევროპული ექსპერტიზის მონაწილეობით“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

შეხვედრაზე კარლ ჰარცელმა თანხმობა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიმდინარე პროექტების ჩართულობით როგორც ლოჯისტიკურად, ასევე თეორიულად იქნება ამ პროცესის მართვის მხარდამჭერი და საქართველოს ეყოლება მუდმივი კვალიფიციური ექსპერტი, რომელიც აღნიშნული დოკუმენტის მომზადებაში დაეხმარება კომიტეტს.

შეხვედრაზე მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბარი კვლავ გაიმართება.

შეხვედრაში მონაწილეობდა ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსი ვინსენტ რეი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 Jul 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

მსგავსი

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 Jul 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 Jul 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 Jul 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 Jul 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R