საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ტყემალაძე შვედეთის ელჩს, მარტინა ქვიქსს შეხვდა

მედია და საზოგადოება 08 ოქტომბერი 2015
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ტყემალაძე შვედეთის ელჩს, მარტინა ქვიქსს შეხვდა

გაცნობით ხასიათის შეხვედრა გაიმართა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, ზურაბ ტყემალაძესა და საქართველოში შევედეთის ელჩს, მარტინა ქვიქსს შორის. ელჩის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე ზურაბ ტყემალაძემ მას დეტალურად გააცნო კომიტეტის საქმიანობა, ასევე მისი შემადგენლობა და სტრუქტურა. ისაუბრეს საქართველოსა და შვედეთს შორის თანამშრომლობის განვითარების შესახებ. დარგებზე, სადაც სათანამშრომლოდ მზადაა შვედეთის მხარე და შესაბამის წინადადებებსაც სთავაზობს ქართულ მხარეს.

მარტინა ქვიქსის თქმით, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კომიტეტია იმ თვალსაზრისით, რომ ის სწორედ იმ სფეროებს მოიცავს, რომლებშიც თავისი პროექტებით შვედეთის საელჩოცაა ჩართული, მაგალითად კლიმატის ცვლილების, გარემოს დაცვის, ნარჩენების მართვისა და სხვა დარგებში. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით განსახორციელებელ პროექტებზე, რომელშიც შვედეთის საელჩოს აქტიური წვლილი შეაქვს. ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სფერო, რადგანაც ჩვენს ქვეყანას ჯერ კიდევ არ აქვს ათვისებული ის რესურსები, რაც ენერგოეფექტურობას გაზრდის.

კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმარს გააცნო საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, მათ შორის პროექტი „აწარმოე საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც მრავალი საწარმო ამუშავდა, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები და რაც მთავარია, იქმნება ქართული პროდუქცია. მისი თქმით, ასე შესაძლებელი იქნება დავარეგულიროთ იმპორტსა და ექსპორტს შორის არსებული არასახარბიელო ბალანსი. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი პროექტების განხორციელებისას ერთობლივად იზრუნებენ მათ შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაზე. ითქვა, რომ საქმიანი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
10 ივნისი 2026

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა
10 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა
10 ივნისი 2026

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
10 ივნისი 2026

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
10 ივნისი 2026

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R