საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ტყემალაძე ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს, იან მლადეკს შეხვდა

მედია და საზოგადოება 10 თებერვალი 2016
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ტყემალაძე ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს, იან მლადეკს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ტყემალაძე დღეს ჩეხეთის რესპუბლიკის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს, იან მლადეკს შეხვდა.
 
ზურაბ ტყემალაძემ სტუმარს კომიტეტის საქმიანობა გააცნო და იმ სფეროების შესახებ ისაუბრა, რომლებიც კომიტეტის საქმიანობის არეალში შედის. მან ასევე გააცნო სტუმრებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების დინამიკა და ისაუბრა რამდენად ახდენს გავლენას ამ პროცესზე რეგიონში და მთლიანად ევროპაში მიმდინარე მოვლენები. 

იან მლადეკის თქმით ჩეხეთი საქართველოსთვის საიმედო პარტნიორია ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობისთვის ხელსაყრელი პირობები არსებობს. მისივე თქმით, „ჩეხეთის ინდუსტრია და ეკონომიკა ვითარდება და წინ მიიწევს, ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს ვითანამშრომლოთ მშენებლობის და მრეწველობის სხვადასხვა დარგებში, ასევე შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ როგორც სარკინიგზო ტრანსპორტის ასევე ავტობუსების შემოყვანის ტენდერებში, გვაქვს მაღალი ხარისხის ბროლის და შუშის ნაწარმი, ვაწარმოებთ მრავალფუნქციურ საწოლებს საავადმყოფოებისთვის“.

სტუმარმა ასევე ისაუბრა სავიზო რეჟიმის გამარტივების, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობისა და ქართული ღვინის ექსპორტის პერსპექტივაზეც.
 
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თემურ მაისურაძემ კომიტეტთან არსებული საინოვაციო საბჭოს მიერ გაწეული საქმიანობის და იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ტექნოლოგიურ წინსვლას უწყობს ხელს. 

ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან პარლამენტის წევრები და ბიზნესის წარმომადგენლებიც. შევედრაზე ითქვა, რომ კარგი იქნება თუ ჩეხეთის პარლამენტის ეკონომიკური კომიტეტისა და საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს შორის უფრო მჭიდრო საქმიანი ურთიერთობა დამყარდება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
10 ივნისი 2026

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

მსგავსი

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
10 ივნისი 2026

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
10 ივნისი 2026

პარლამენტმა „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შექმნილი სახელმძღვანელოების სასწავლო პროცესში ეტაპობრივად დანერგვას ითვალისწინებს

პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში” ცვლილებებს მხარი დაუჭირა
10 ივნისი 2026

პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში” ცვლილებებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R