საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დავით საგანელიძე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლობით დელეგაციებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 25 აგვისტო 2015
დავით საგანელიძე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლობით დელეგაციებს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლობით დელეგაციებს შეხვდა. ჩინეთის იმპორტ -ექსპორტის პირველი საავტომობილო კორპორაციის გენერალური დირექტორის მოადგილე, გაო ფანგთან შეხვედრისას, მხარეებმა საქართველო-ჩინეთის ერთობლივი ბიზნეს პროექტის საკითხები განიხილეს. ჩინური მხარე ქუთაისის ყოფილი ავტოქარხნით დაინტერესდა და მის ტერიტორიაზე ჩინეთის საავტომობილო ქარხნის წარმომადგენლობის გახსნის იდეა გამოთქვა. აღნიშნული პროექტის განხორციელების შემთხევაში ქუთაისის ავტოქარხანაში ავტომობილების აწყობა და მათთვის საჭირო დეტალების დამზადება მოხდება, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნების ბაზრისთვის იქნება იმპორტირებული. დავით საგანელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ჩინური მხარე საქართველოს და ამიერკავკასიის რეგიონის ბაზრის შესწავლას აწარმოებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთის მხრიდან საქართველოში ინვესტიციების ჩადების დიდი სურვილი არსებობს, რაც ხელსაყრელი ბიზნეს გარემოთი არის განპირობებული. შეხვედრის დასასრულს, გაო ფანგმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან გამართულ შეხვედრით კმაყოფილება გამოთქვა და დავით საგანელიძეს საჩუქრად ჩინური ავტომობილის პატარა მოდელი გადასცა.

ჩინეთის დალიანის პროვინციის სახალხო მთავრობის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ჰან ქიანგისთან გამართული შეხვედრისას, მხარეებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის და სამთავრობო დელეგაციის ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტის დეტალები და 9-11 სექტემბერს გასამართ დაოსის აზიის ეკონომიკური ფორუმის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ დალიანის პროვინციასთან საქართველოს კიდევ უფრო დაახლოების მიზნით, დაგეგმილია დალიანის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამეგობრების მემორანდუმის გაფორმება, რომლის ხელმოწერაც ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შედგება. დალიანის პროვინციის წარმომადგენლობითი დელეგაცია ელმავალ და ვაგონმშენებელ ქარხნებს შორის თანამშრომლობის საკითხითაც დაინტერესდა. ფან ქიანგიმ დალიანის პროვინციაში ქართული კულტურული დღეების გამართვის სურვილიც გამოთქვა, რასაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მიესალმა და ღონისძიების ორგანიზებაში დახმარება აღუთქვა. დავით საგანელიძის შეფასებით, ჩინეთის სამთავრობო და ბიზნეს სექტორის დაინტერესება საქართველოს მიმართ უფრო და უფრო ღრმავდება, რასაც მოწმობს ორმხრივი ვიზიტები და ერთობლივი პროექტების განხორციელების სურვილი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
10 ივნისი 2026

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა
10 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა
10 ივნისი 2026

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
10 ივნისი 2026

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
10 ივნისი 2026

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R