საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გუბაზ სანიკიძე ქუვეითის სახელმწიფოს ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 10 აპრილი 2015
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გუბაზ სანიკიძე ქუვეითის სახელმწიფოს ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

საქართველო-ქუვეითს შორის თანამშრომლობის განმტკიცება და გააქტიურება, ეკონომიკური კავშირები და რეგიონში შექმნილი ვითარება - ასეთია საკითხთა ის წრე, რომლის შესახებაც გაიმართა გულახდილი საუბარი შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გუბაზ სანიკიძესა და საქართველოში ვიზიტად მყოფი ქუვეითის სახელმწიფოს ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შორის დღეს შედგა. 

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება დაუთმეს ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურების სხვადასხვა ასპექტებს და აღნიშნეს, რომ ამის ყველა წინაპირობა არსებობს. 

როგორც გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, საქართველო-ქუვეითს შორის ურთიერთობის გაღრმავება ორივე ქვეყნის ინტერესებშია. „ჩვენი მხრიდან, მოხარული ვიქნებით, თუ კი ქუვეითი გახდება ერთგვარი ხიდი საქართველოსთვის არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობაში“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

სტუმრების განცხადებით, ამ ვიზიტის მიზანია სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განმტკიცება და ორმხრივად სასარგებლო კავშირების დამყარება. ქუვეითის სახელმწიფოს ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ჰამად ალ-ჰარაშანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მისივე თქმით, ისინი მხარს უჭერენ ასევე სტაბილიზაციას და განვითარებას საქართველოში.

სტუმარმა გუბაზ სანიკიძეს გადასცა ქუვეითის სახელმწიფოს ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) თავმჯდომარის მიწვევა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილისადმი, რათა იგი ქუვეითს ეწვიოს ოფიციალური ვიზიტით.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გაცვალეს სამახსოვრო საჩუქრები.

ქართული მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა კიკნაველიძე და ფრაქცია „ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმის თავმჯდომარე“ მალხაზ ვახტანგაშვილი.

„ვისაუბრეთ ეკონომიკურ პროექტებზე, ასევე რეგიონში შექმნილ ვითარებაზე. ჩვენ შევთავაზეთ მათ, რომ თუ საჭირო გახდა, საქართველოს ხელისუფლება მზად არის პოზიტიური როლი ითამაშოს იმ კონფლიქტების გადაწყვეტაში, რაც არის. განსაკუთრებით იემენში მიმდინარე პროცესებზე იყო საუბარი“, - განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ გუბაზ სანიკიძემ.

დღესვე ქუვეითის სახელმწიფოს ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრები შეხვდებიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით ჯალაღანიას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს მიხეილ ჯანელიძესა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს გოჩა ცქიფურაშვილს. 

ხვალ, 11 აპრილს კი დაგეგმილია ქუვეითის პარლამენტის წევრების შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, მის უწმინდესობასა და უნეტარესობასთან ილია მეორესთან.

ქუვეითის სახელმწიფოს ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი საქართველოში 9 აპრილს დაიწყო და 14 აპრილს დასრულდება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R