საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა

თავმჯდომარე 30 სექტემბერი 2020
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა.

საუბრის მთავარი თემები იყო საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, საქართველოს საინვესტიციო გარემო და იაპონიის მხრიდან, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, გააქტიურებული კერძო ინვესტიციები და ამ მიმართულებით ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება.

„ძალიან დიდია იაპონური კომპანიების დაინტერესება საქართველოს ბაზრის მიმართ ისევე, როგორც ქართული პროდუქციის იაპონიაში ექსპორტით“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ კახაბერ კუჭავამ.

შეხვედრაზე, მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს იაპონიის გამოცდილებაზე, რაც მათ აქვთ მზისა და ქარის ენერგიების გამოყენების კუთხით და საქართველოსა და იაპონიას შორის ამ მიმართულებითაც მომავალ შესაძლო თანამშრომლობის შესახებ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ იაპონიის ელჩს, საქართველოს პარლამენტის სახელით, მიულოცა იაპონიის ახალი პრემიერ-მინისტრის, იოშიჰიდე სუგას არჩევა და წარმატება უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ საუბარი, ასევე, შეეხო ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს.

„ჩვენ მადლობელი ვართ იაპონიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. საუბრის ერთ-ერთი თემა, რა თქმა უნდა, მომავალი საპარლამენტო არჩევნები იყო. იაპონიის ელჩმა გამოხატა მოლოდინი, რომ საარჩევნო პროცესი ჩაივლის დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში და შემდეგი მოწვევის პარლამენტი უფრო აქტიურად ითანამშრომლებს იაპონიის პარლამენტთან“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
15 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ჭადრაკის ტურნირი „საქართველოს პარლამენტის ჩემპიონატი ჭადრაკში 2026“ გაიმართა
09 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ჭადრაკის ტურნირი „საქართველოს პარლამენტის ჩემპიონატი ჭადრაკში 2026“ გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R