საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის წევრი ვიქტორ დოლიძე პარლამენტის სტაჟიორებსა და პრაქტიკანტებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 10 მარტი 2015
პარლამენტის წევრი ვიქტორ დოლიძე პარლამენტის სტაჟიორებსა და პრაქტიკანტებს შეხვდა

საქართველოს ევროპასთან ინტეგრაცია, ეროვნული უსაფრთხოება და ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური საკითხები იყო ძირითადი თემა, რის შესახებაც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ვიქტორ დოლიძე პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებსა და პრაქტიკანტებს ესაუბრა.

დეპუტატმა შეხვედრაზე ყურადღება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობასა და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ასევე ამ პროცესებში არსებულ სირთულეებსა და გამოწვევებზე გაამახვილა. მისი ინფორმაციით, ნატოსთან დაახლოების კუთხით წარმატებული ნაბიჯები გადაიდგა, რასაც უელსის სამიტზე მიღებული პაკეტი ადასტურებს. მისივე განცხადებით, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და მის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა საქართველოს ევროპულ სტრუქტურებთან დაახლოების ჭრილში ნაყოფიერი და სასარგებლო იქნება.

საქართველოს ეროვნულ უსაფთხოებასა და თავდაცვის საკითხებზე საუბრისას, ვიქტორ დოლიძემ სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში ჯარისკაცებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ განათლების გარეშე შეუძლებელია სერიოზული წარმატების მიღწევა ნატოსა და ევროკავშირთან დაახლოების გზაზე.

პარლამენტის წევრი ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებსაც შეეხო და აქცენტი ეროვნული ვალუტის გაუფასურებასა და ამ პროცესში უკრაინის ფაქტორზე, ასევე მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაზე, კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე და კრიზისიდან გამოსვლის საშუალებებზე გააკეთა.

შეხვედრის ბოლოს, ვიქტორ დოლიძემ სტაჟიორებისა და პრაქტიკანტების შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც საქართველოს საგარეო ურთიერთობების გარდა ქვეყნის შიგნით მიმდინარე გამოწვევებს, ასევე კანონშემოქმედებით საქმიანობას შეეხებოდა.

დასასრულს, დეპუტატმა ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და სხვადასხვა თემებზე სასაუბროდ შემდეგი შეხვედრების ორგანიზების სურვილი გამოთქვა.

სტაჟირება და პრაქტიკა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წელია მიმდინარეობს. 2015 წელს პარლამენტს 24 სტაჟიორი და 35 პრაქტიკანტი ჰყავს, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართული, ესწრებიან კომიტეტების სხდომებს და დეპარტამენტების მუშაობის სპეციფიკასაც ეცნობიან. 

სტაჟირებისა და პრაქტიკის პროცესი პარლამენტის ცალკეული კომიტეტების, საპარლამენტო ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებთან, ასევე საქართველოს პარლამენტის ცალკეულ წევრებთან შეხვედრებსაც ითვალისწინებს, რომელთა ორგანიზებას საკადრო საკითხთა დეპარტამენტი ახორციელებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
02 ივლისი 2026

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო
01 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
01 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს
01 ივლისი 2026

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ
01 ივლისი 2026

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R