საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ზვიად კვაჭანტირაძე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

მედია და საზოგადოება 26 თებერვალი 2019
ზვიად კვაჭანტირაძე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზვიად კვაჭანტირაძემ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან, სანია ჩელებიც ლუკოვაკთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მოქალაქეთა შრომითი მიგრაციისა და ლეგალური მიგრაციის საკითხებზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის მექანიზმებზე, რომელთა განხილვასაც 4 მარტს დაგეგმილი კომიტეტების გაერთიანებული სხდომა მიეძღვნება.

სანია ჩელებიც ლუკოვაკმა კომიტეტის თავმჯდომარისგან ემიგრაციისა და უცხოეთში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დროებით დასაქმების საკითხებზე კომიტეტის ხედვას გაეცნო.

აღინიშნა, რომ ემიგრაციის საკითხებზე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან აქტიურად ურთიერთობს და აღნიშნულ თემებზე ორგანიზაცია კომიტეტთანაც მჭიდრო კომუნიკაციის რეჟიმში ითანამშრომლებს. თანამშრომლობის ფორმატი კი კომიტეტის მიერ მომზადებული ინიციატივების მხარდაჭერასა და კომიტეტის აპარატის თანამშრომლებისთვის ტრენინგების და სემინარების გამართვას მოიცავს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან გამართულ შეხვედრას დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მდივანი, ზაალ სარაჯიშვილი ესწრებოდა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

მსგავსი

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R