საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ზვიად კვაჭანტირაძე სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორს, მანანა მიქაბერიძეს შეხვდა

მედია და საზოგადოება 30 აპრილი 2018
ზვიად კვაჭანტირაძე სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორს, მანანა მიქაბერიძეს შეხვდა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზვიად კვაჭანტირაძე სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორს, მანანა მიქაბერიძეს შეხვდა.

შეხვედრაზე ფონდის მუშაობის პრიორიტეტები განიხილეს, კერძოდ, საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა, ქვეყნის მატერიალური, კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია. ისაუბრეს საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევებისათვის სახელმწიფო საგრანტო პროგრამებზე და ფონდის მიერ აღნიშნული მიმართულების დაფინანსებაზე.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტებს, რომელთა მიზანია უცხოეთის სამეცნიერო-კვლევით ცენტრებსა და კვლევით ინსტიტუტებში მოღვაწე წარმატებულ თანამემამულე მეცნიერებთან საქართველოს სამეცნიერო კადრების მჭიდრო პროფესიული ურთიერთობების დამყარება, მათი სამეცნიერო პოტენციალის გამოყენება და სამშობლოში დაბრუნების მსურველ თანამემამულე მეცნიერთა საქართველოს კვლევით სივრცეში ადაპტირების ხელშეწყობა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა ქ. სტამბოლში ქართული კათოლიკური ეკლესიის ბიბლიოთეკის და არქივის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ქართველი მეცნიერებისთვის არქივის სრულად ხელმისაწვდომობისათვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რადგან მას უდიდესი სამეცნიერო მნიშვნელობა აქვს. ზვიად კვაჭანტირაძემ გამოთქვა იმედი, რომ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აქტიურად დაუჭერს მხარს ქ. სტამბოლში ქართული არქივის შესწავლას.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

მსგავსი

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R