საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შეხვედრები გამართა

მედია და საზოგადოება 20 მაისი 2015
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა,  დავით საგანელიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შეხვედრები გამართა

დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში სინძიან-უიღურეთის ავტონომიური რეგიონის გუბერნატორს, შოჯრატ ზაქირს და ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელებს შეხვდა.

მხარეებმა "ახალი აბრეშუმის გზის - ეკონომიკური სარტყელის" პროექტში საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

სინძიანის პროვინციის გუბერნატორი საქართველოში ბოლო წლებში ჩინური ინვესტიციების გაზრდის ტენდენციას  მიესალმა და მომავალში ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის, სატრასპორტო და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

მან ასევე ქართულ მხარეს თბილისში დაგეგმილ აბრეშუმის გზის ფორუმზე მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა მნიშვნელოვნად გაზრდის ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ მიმართულებებს.

შეხვედრაზე დავით საგანელიძემ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების განვითარებაში ურუმჩის მნიშვნელოვანი როლი აღნიშნა. საქართველოს ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში სწორედ ურუმჩიში დაიწყო.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოში მეღვინეობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ სინძიანის გუბერნატორის დახმერებით შესაძლებელი გახდება ურუმჩიში ქართული ღვინის გავრცელება.

შეხვედრაზე დავით საგანელიძემ საქართველოში ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის სამუშაო ვიზიტის წარმატებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ჩინური მხრიდან მსგავსი სახის დელეგაცია პირველად ეწვია საქართველოს. მან მადლობა გადაუხადა ჩინურ მხარეს აღნიშნული ვიზიტის დროს საქართველოსთვის სამეურნეო ტექნიკის საჩუქრად გადაცემის გამო.

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ხვალ შაანსის პროვინციის ქალაქ სიანში გაემგზავრება, სადაც საპატიო სტუმრის სტატუსით საინვესტიციო - სავაჭრო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. საერთაშორისო გამოფენაზე მოეწყობა საქართველოს ეროვნული პავილიონი, სადაც წარმოჩნდება ქართული ისტორიულ-კულტურული და ეკონომიკურ-სოციალური გარემო. საქართველოს ტურიზმის, ღვინის საინვესტიციო ეროვნული სააგენტოების წარმომადგენლები სტუმრებს საქართველოზე ინფორმაციას მიაწვდიან.

საქართველოს ოფიციალურ დელეგაციაში კულტურის მინისტრის მოადგილე, ლევან ხარატიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
10 ივნისი 2026

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა
10 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა
10 ივნისი 2026

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
10 ივნისი 2026

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
10 ივნისი 2026

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R