საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ საფრანგეთის სენატის ვიცე-სპიკერთან, ლეტიცია სენ-პოლთან ონლაინ შეხვედრა გამართა

თავმჯდომარე 04 ნოემბერი 2020
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ საფრანგეთის სენატის ვიცე-სპიკერთან, ლეტიცია სენ-პოლთან ონლაინ შეხვედრა გამართა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ ფრანგ კოლეგასთან, საფრანგეთის სენატის ვიცე-სპიკერ, ლეტიცია სენ-პოლთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პროცესები და ქვეყნის დღის წესრიგში მდგარი საკითხები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თემატიკაზე.

კახაბერ კუჭავამ ფრანგ კოლეგას საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. ლეტიცია სენ-პოლმა კახაბერ კუჭავასა და მის პოლიტიკურ გუნდს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვა.

ონლაინ შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ამ მოცემულობას კოვიდ ინფექცია კიდევ უფრო ამძიმებს რადგან იქ მცხოვრებ მოქალაქეებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე არსებულ კლინიკებში სამედიცინო დახმარების მიღებისა და მკურნალობის საშუალება არ ეძლევათ. 

მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და ამ კუთხით გატარებული ღონისძიებების შესახებ. კახაბერ კუჭავამ ფრანგ კოლეგას მადლობა გადაუხადა იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რასაც საფრანგეთი აფიქსირებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა ის გადამწყვეტი როლი, რომელსაც თამაშობს საფრანგეთის მხრიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერა. 

შეხვედრის დასრულებისას აღინიშნა, რომ საქართველოსა და საფრანგეთს შორის, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის განვითარების მიზნით, სამომავლოდ ორმხრივი შეხვედრების და სამუშაო ვიზიტების გამართვა გაგრძელდება. კახაბერ კუჭავას განცხადებით, ახალი მოწვევის პარლამენტის მუშაობის დაწყებისა და მეგობრობის ჯგუფების ჩამოყალიბების შემდეგ, ევროპელ კოლეგებთან და მეგობარ სახელმწიფოებთან აქტიური კომუნიკაციის გაგრძელება და კონკრეტული ღონისძიებების გამართვა იგეგმება.

 
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ჩვენი პარლამენტი“ გაიმართა
01 ივნისი 2026

პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ჩვენი პარლამენტი“ გაიმართა

შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა
01 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად, პარლამენტის აპარატის სტაჟიორებსა და სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა
29 მაისი 2026

შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად, პარლამენტის აპარატის სტაჟიორებსა და სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R