საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა კარლო კოპალიანის ადგილმონაცვლის ვალერი გელაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო

მედია და საზოგადოება 17 თებერვალი 2020
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა კარლო კოპალიანის ადგილმონაცვლის ვალერი გელაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის გამოკლებული წევრის კარლო კოპალიანის ადგილმონაცვლის ვალერი გელაშვილის უფლებამოსილების ცნობის შესახებ საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი.

სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს პარლამენტის წევრების გიორგი კახიანის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი.

მომხსენებელმა გურამ მაჭარაშვილმა მესამე მოსმენისთვის განხორციელებული მცირე რედაქციული ხასიათის ცვლილება გააცნო კოლეგებს, რის შემდეგაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხის პლენარულ სხომაზე გატანას.

დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილეს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციებში კვოტების ცვლილების საკითხი. კერძოდ, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა განმარტა, კერძოდ, სუამ-ში დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში ემატება ერთი სათადარიგო ადგილი დამოუკიდებელ დეპუტატებისთვის, ხოლო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში, პირიქით გამოაკლდებათ.

შესაბამისი ცვლილება მოხდება ფრაქცია „ქართული ოცნების“ კვოტებთან დაკავშირებით ამავე დელეგაციებში - PABSEC-ში ქართულ ოცნებას გამოაკლდება ერთი სათადარიგო ადგილი და შესაბამისად დაემატება სუამ-ში.

მომხსენებლის თქმით, ეს ცვლილება დამოუკიდებლი დეპუტატებსა და პარლამენტის ხელმძღვანელობას შორის გამართული კონსულტაციების საფუძველზე განხორციელდა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნულ საკითხს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R