საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახაბერ კუჭავამ ჟურნალისტებთან საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი შეაჯამა

თავმჯდომარე 23 დეკემბერი 2019
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახაბერ კუჭავამ ჟურნალისტებთან საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი შეაჯამა

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან შეხვედრებისას ვიწყებდით საუბარს იყო ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხი“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახაბერ კუჭავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც მან აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა.

„ჩვენ ვიყენებთ ყველა ფორმატს, ეს არის ორმხრივი თუ მრავალმხრივი ფორმატები. რა თქმა უნდა, ესეც იყო ბრწყინვალე შესაძლებლობა, რომ ნებისმიერი შეხვედრა რომელსაც ჩვენ ვმართავდით, იყო ეს კონგრესსა თუ სენატში, კვლევით ცენტრებთან და ასე შემდეგ, ზუსტად ამ საკითხით დაგვეწყო, რადგან მოგვეწოდებინა ყველასთვის, რომ გაძლიერდეს წნეხი ჩვენს ჩრდილოეთ მეზობლებზე, რომ გაათავისუფლონ ვაჟა გაფრინდაშვილი და მე დარწმუნებული ვარ, რომ მალე იქნება შედეგი მიღწეული“, -განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ვიზიტი შეაფასა, როგორც ძალიან წარმატებული, სადაც პოლიტიკური მოვლენებით დახუნძლული წლის ბოლოს შემაჯამებელი შეხვედრები გაიმართა. „ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში წლის განმავლობაში.
მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები, რაც ეხებოდა პირველ რიგში იმ საკითხს, რომ აუცილებელია კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოს და ამერიკის ურთიერთობა, რომელიც დღევანდელი ნიშნულით არის ისეთი ძლიერი, როგორიც არასოდეს არ ყოფილა და მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს არა მხოლოდ სამხედრო და თავდაცვით, არამედ ეკონომიკური და სხვა მიმართულებებითაც“. 

მისი თქმით, მრავალ მიმდინარე საკითხზე ისაუბრეს, რომლებიც ზოგადად მაღალი პოლიტიკური ინტერესის მატარებელი იყო წლის განმავლობაში, მაგრამ ამერიკელი პარტნიორების განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა სასამართლო რეფორმა, „ხაზგასმით არის მათგან გზავნილი, რომ წარმატებულია ეს ოთხი ტალღა, რომელიც ერთი კვირის წინ პარლამენტმა დაამტკიცა. ის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ აშშ- სგან გვაქვს, არის ძალიან დიდი წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის. როგორც არასოდეს ისეთი გამჭვირვალე იყო პროცესი. როგორც იქნა გვაქვს ჩვენ გაწერილი წესები მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით, და მხოლოდ და მხოლოდ დადებითად არის შეფასებული ეს რეფორმა, რომელიც კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. 
ყველა ვაღიარებთ, რომ სასამართლო სისტემა, ალბათ, უხარვეზო არ არის არც ერთ ქვეყნაში. ჩვენ ბოლომდე უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან, რომ საუკეთესო პრაქტიკა დაინერგოს და შევძლოთ სასამართლო სისტემის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტებზე აყვანა“. 

კახაბერ კუჭავას თქმით, ამერიკელმა პარტნიორებმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებითაც გამოხატეს წუხილი, რომ ვერ მოხდა საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელება ხმების ნაკლებობის გამო, „ეს გვაწუხებს ჩვენც, ვინც მხარს ვუჭერდით და ვერ მოვახერხეთ ამ სისტემაზე გადავსულიყავით, თუმცა ხაზს უსვამენ ერთ ძალიან მთავარ ფაქტს, პირველ რიში რომ თუ რა სისტემით მოხდება არჩევნების ჩატარება, ამას წყვეტს ქართველი ხალხი. 
ის რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ გავიდა არ არის საფუძველი, რომ განხორციელდეს ძალადობრივი შეტევა როგორც ინსტიტუტებზე, ასევე თავისუფალი დემონსტრაციები არ უნდა გაცდეს ამ ჩარჩოს და რა თქმა უნდა, ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება მათი მხრიდან იქნება ყოველთვის დაგმობილი და გაკიცხული“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ შეხვედრებზე დაიგეგმა 2020 წლის მნიშვნელოვანი ღონისძიებები, ის საკითხები, რომელზეც კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს თანამშრომლობა და რადგანაც ეს არის საარჩევნო წელი, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ არჩევნების ჩატარების სტანდარტები იყოს მაღლი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ჩვენი პარლამენტი“ გაიმართა
01 ივნისი 2026

პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ჩვენი პარლამენტი“ გაიმართა

შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა
01 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად, პარლამენტის აპარატის სტაჟიორებსა და სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა
29 მაისი 2026

შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად, პარლამენტის აპარატის სტაჟიორებსა და სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R