საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

რომან კაკულიამ საქართველოში ევროკავშირის ელჩთან ვიდეოშეხვედრა გამართა

მედია და საზოგადოება 01 ივნისი 2020
რომან კაკულიამ საქართველოში ევროკავშირის ელჩთან ვიდეოშეხვედრა გამართა

პოსტკრიზისულ პერიოდში ევროკავშირთან ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები განიხილეს დღეს გამართულ ვიდეოშეხვედრაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროკავშირის დახმარების იმ სეგმენტზე, რომელიც მაკროფინანსურ სტაბილურობას ემსახურება და ასევე, ინტეგრაციულ პროცესებზე ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორიც არის ტრანსპორტი, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და პროფესიული განათლება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე გამომწვევების ფონზე, აუცილებელია ერთობლივი ძალისხმევა, რათა არ შენელდეს რეფორმები ეკონომიკის ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორიც არის ენერგეტიკა, კერძოდ, ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული რეფორმები, სატრანსპორტო მიმართულები, საგზაო უსაფრთხოები, ასევე ნარჩენების მართვისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხები.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს შავ ზღვასთან დაკავშირებული გამოწვევების კონტექსტში ევროკავშირთან თანამშრომლობის საჭიროებაზე და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესებში შავი ზღვის ფარგლებში სავაჭრო ურთიერთობების ხელშემწყობის მნიშვნელობაზე.

„ამ საკითხებზე აქცენტის გაკეთება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ არსებული ფინანსური გამოწვევების ფონზე, შესაძლოა გართულდეს აღნიშნული რეფორმების წარმატებით განხორციელებისათვის აუცილებელი ფინანსური და ადამიანური რესურსების მობილიზება. ამდენად, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, ტრანსფორმაციის პროცესებში ევროკავშირის მუდმივი მხარდაჭერის მნიშვნელობას,“ - განაცხადა შეხვედრის შემდეგ რომან კაკულიამ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა

მსგავსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა
26 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R