საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით ბაქოში იმყოფებოდა

მედია და საზოგადოება 10 აპრილი 2016
ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით ბაქოში იმყოფებოდა

ბაქოში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტების ვიქტორ დოლიძის და ჰეიდი ჰაუტალას სამუშაო ვიზიტი შედგა. ვიზიტი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც აზერბაიჯანმა ცალმხრივად შეწყვიტა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა. რიგი მიზეზების გამო, ვიზიტი სწორედ იმ დღეებში შედგა, როდესაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, მთიანი ყარაბახის გარშემო კონფლიქტის ესკალაცია მიმდინარეობდა.

აღნიშნული მიზეზების მიუხედავად, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტებმა შეხვედრები გამართეს აზერბაიჯანის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან.

„ჩვენი უპირველესი მიზანია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობის პროცესში, აზერბაიჯანის უსწრაფესი დაბრუნება. ქვეყანაში მიმდინარე ურთულეს ვითარებაში, ჩვენი ბაქოში ვიზიტი დიდ მნიშვნელობას სძენს მოლაპარაკებების პროცესს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში და არა მხოლოდ, საერთაშორის სამართლის პრინციპების საფუძველზე, სახელმწიფოთა ტერტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უმთავრესი საფუძველი და ხელშეუხებელი თემაა“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. მან კონსულტაციების გამართვის და თბილისში ან ბაქოში შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა.

ჰეიდი ჰაუტალამ, პრობლემის მოსაგვარებლად, აზერბაიჯანულ მხარეს შესთავაზა, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით ან ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში არ მოხდეს ამ საკითხის განხილვა. 

„დარწმუნებული ვარ, რომ დებატები 12 აპრილს, ევროპარლამენტში იქნება კორექტული, მით უფრო მაშინ, როდესაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი მოხსენებით გამოვა“, - განაცხადა ჰეიდი ჰაუტალამ.

მასპინძელი მხარის წარმომადგენელთა თქმით, აზერბაიჯანი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში თანამშრომლობის განვითარების პიონერი იყო, თუმცა, მიაჩნიათ, რომ არაფერი თვისობრივი სარგებელი ამ პროცესს არ მოაქვს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აზერბაიჯანის პარლამენტის თავჯდომარემ, ევროპარლამენტის პრეზიდენტ შულცს რამდენიმე წერილი და მოსაზრება გაუგზავნა, რასაც რეაქცია არ მოჰყოლია. მისივე თქმით, აზერბაიჯანი სომხეთისგან განსხვავებით, არ აპირებს ევრაზიის კავშირში გაწევრიანებას, მაგრამ ამავე დროს არ აპირებს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებასაც. აზერბაიჯანს გააჩნია მკაფიოდ გამოკვეთილი პოლიტიკა, რომელიც ნატოსთან და ევროკავშირთან დაახლოებას, მათთან ეკონომიკური, ენერგეტიკული და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაგრძელებას გულისხმობს.

ა.წ. 12 აპრილს, მთიანი ყარაბახის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ბრიუსელში ევროპარლამენტის რეზოლუციის მიღებაა დაგეგმილი, რამაც შესაძლოა გადამწვეტი როლი ითამაშოს აზერბაიჯანის და ევროპარლამენტის სამომავლო ურთერთობებზე.
მაისში ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორების საგარეო მინისტრების შეხვედრა გაიმართება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
02 ივლისი 2026

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო
01 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
01 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს
01 ივლისი 2026

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ
01 ივლისი 2026

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R