საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თინათინ ხიდაშელმა და გიორგი ვოლსკიმ საქართველოში გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტის მნიშვნელობა შეაფასეს

მედია და საზოგადოება 23 აპრილი 2014

 

ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მხარდაჭერა, განსაკუთრებით, ევროკავშირის დამფუძნებელი ქვეყნების მხრიდან, უკიდურესად მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ თინათინ ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. საქართველოს პარლამენტის წევრის განცხადებით, ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიასა და საფრანგეთს წლების განმავლობაში ჰქონდათ შეკითხვები. „ ამ ქვეყნებს ჰქონდათ გარკვეული კითხვები წლების განმავლობაში და ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მათ ადგილზე ნახონ, გაეცნონ ვითარებას, აქ ესაუბრონ პარტნიორებს და იმ შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ უკან, რაც საქართველოდან აუცილებლად დადებითი და წარმატების მომტანი იქნება“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. გიორგი ვოლსკის განცხადებით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლორან ფაბიუსთან და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაერთან შეხვედრაზე უსაფრთხოების, საგარეო ურთიერთობებისა და ევროპული ინტეგრაციის საკითხები იქნება განხილული. „კიდევ იქნება ვიზიტები, ძალიან ბევრი დელეგაცია ჩამოდის საქართველოში. რასაკვირველია, ორი წამყვანი ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, პოზიციების შეჯერება ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, ხვალ, 24 აპრილს გაიმართება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა
26 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

მსგავსი

პარლამენტში ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
25 ივნისი 2026

პარლამენტში ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა
25 ივნისი 2026

პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

პარლამენტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
25 ივნისი 2026

პარლამენტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
25 ივნისი 2026

პარლამენტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R