საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ „საქართველოს პარლამენტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება მიიღო

პლენარული სხდომები 12 ივნისი 2024
უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ „საქართველოს პარლამენტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება მიიღო

უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ „საქართველოს პარლამენტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება მიიღო პარლამენტმა 76 ხმით „საქართველოს პარლამენტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება მიიღო.


ბიუჯეტის პროექტი პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.


როგორც მან აღნიშნა, 2025 წლის ბიუჯეტის გეგმა განსაზღვრულია 87 მილიონ 262 ათასი ლარით. ბიუჯეტის თანახმად, ხარჯები 78 მილიონ 374.00 ათასი ლარია, არაფინანსური აქტივების ზრდა 8 მილიონ 888 ათას ლარს შეადგენს, ხოლო შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებულია - 43 მილიონ 718 ათასი ლარი.


მისივე განმარტებით, საკომიტეტო განხილვის დროს ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადება იმის თაობაზე, თითქოს პარლამენტის შტატების და შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა დიდია, სიმართლეს არ შეესაბამება.


„დასაქმებულთა რაოდენობა საშტატო ნუსხით 708 პირია. ამ რაოდენობაში შედიან დეპუტატები, საჯარო მოხელეები და ასევე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები. რაც შეეხება ე.წ. შტატგარეშე თანამშრომლებს, რაც სინამდვილეში შრომით ხელშეკრულებებს გულისხმობს, ასეთი კომიტეტებში სულ 25 პირია, აპარატში კი - 29. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული არიან როგორც IT-ის, ისე ფრაქციებსა და აპარატის თანამშრომლები, მათ შორის მანდატურის და სხვა სამსახურებში. ზოგადად, 2012 წელთან შედარებით დასაქმებულების საერთო რაოდენობა ჯამში არის 70-ით მეტი, რაც გამოწვეულია რამდენიმე წლის წინ მიღებული გადაწყვეტილებით -პროპორციული სიით გასული პარლამენტის წევრებისთვის თანაშემწეების პოზიციის დაშვების თაობაზე. ძირითადად, სწორედ ამან გამიწვია დასაქმებულთა რაოდენობის 70 ერთეულით ზრდა. სინამდვილეში, 2012 წელთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობის არსობრივი ზრდა არ არის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

მსგავსი

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
10 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R