საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ვლადიმერ ჩაჩიბაია ეთიოპიის არარეზიდენტ ელჩს შეხვდა

მეგობრობის ჯგუფები 22 ივნისი 2022
ვლადიმერ ჩაჩიბაია ეთიოპიის არარეზიდენტ ელჩს შეხვდა

ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვლადიმერ ჩაჩიბაია ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის არარეზიდენტ ელჩს, გენერალ ადემ მუჰამედ მაჰმუდს შეხვდა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს და ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები აღნიშნეს, რომლებიც ბოლო პერიოდში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების კუთხით გადაიდგა.

 

საუბარია სხვადასხვა უწყებებს შორის გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებზე.

 

მხარეებმა განსაკუთრებული ხაზგასმით ეთიოპიის დედაქალაქში გახსნილი საქართველოს საელჩოს მნიშვნელობა აღნიშნეს, როლის ფუნქციონირებას, მათი შეფასებით, ორი ქვეყანის დაახლოებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ეთიოპიელ დიპლომატს, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებებზე ისაუბრა.

 

უკრაინა-რუსეთის ომზე საუბრისას, პარლამენტის წევრმა, ის კონტრიბუცია აღნიშნა, რომელსაც ქართული მხარე უკრაინის მხარდასაჭერად ახორციელებს. ეთიოპიელ ელჩთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების ეთიოპიის მხარისთვის გაზიარების მნიშვნელობა აღნიშნეს.

 

საუბარი შეეხო როგორც თავდაცვის, ასევე სასამართლო რეფორმის, ადამიანის უფლებების დაცვის და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით გატარებულ რეფორმებს და მის მნიშვნელობას. შეხვედრის დასასრულს ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, ეთიოპიელ დიპლომატს მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R