საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ზაზა ხუციშვილი: მზად ვართ, ჩვენი გამოცდილება ახალგაზრდებს მომავალშიც მაქსიმალურად გავუზიაროთ

ღონისძიებები 23 მაისი 2019
ზაზა ხუციშვილი: მზად ვართ, ჩვენი გამოცდილება ახალგაზრდებს მომავალშიც მაქსიმალურად გავუზიაროთ

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. 

დეპუტატმა სტუდენტებს პარლამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, კანონშემოქმედებითი პროცესი და საკომიტეტო მუშაობის პროცედურები გააცნო. მანვე ახალგაზრდებს კომიტეტში ინიცირებულ კანონპროექტებზე ინფორმაცია მიაწოდა და იმ საკანონმდებლო სიახლეებზე ესაუბრა, რომლებსაც კომიტეტი ამ ეტაპზე განიხილავს.

საუბარი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ზაზა ხუციშვილმა ამომწურავად უპასუხა სტუდენტების კითხვებს, რომლებიც ძირითადად, ჰესების მშენებლობას, ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობას, ტყის დაცვას ეხებოდა.

„მოხარული ვარ, რომ სტუდენტებს აინტერესებთ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების თემა. მომავალი თაობების ასეთი აქტიურობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, თუკი სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლები საბოლოო ჯამში პოლიტიკის გზას აირჩევენ. ვფიქრობ, ასეთი პრაქტიკა მათთვის სიკეთისა და გამოცდილების მომტანი იქნება. მზად ვართ, ჩვენი გამოცდილება ახალგაზრდებს მომავალშიც მაქსიმალურად გავუზიაროთ, პარლამენტის მუშაობის პრინციპები გავაცნოთ, მათთვის საინტერესო თემებზე ვესაუბროთ, რადგან ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა სწორედ ღიაობა და საკანონმდებლო პროცესში სტუდენტების ჩართულობაა“, - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა შეხვედრის ბოლოს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნინო წილოსანი: „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი - სრულიად ახალი სტანდარტი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სფეროში
14 სექტემბერი 2020

ნინო წილოსანი: „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი - სრულიად ახალი სტანდარტი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სფეროში

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის საკანონმდებლო უზრუნველყოფისთვის რამდენიმე კანონპროექტს მხარი დაუჭირა
13 ივლისი 2020

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის საკანონმდებლო უზრუნველყოფისთვის რამდენიმე კანონპროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტში „აკვაკულტურის შესახებ“ კანონპროექტის პრეზენტაცია გაიმართა
05 მარტი 2020

პარლამენტში „აკვაკულტურის შესახებ“ კანონპროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ენძელა მაჭავარიანი გარემოზე ზემოქმედების შეფასების საერთაშორისო ექსპერტს შეხვდა
21 თებერვალი 2020

ენძელა მაჭავარიანი გარემოზე ზემოქმედების შეფასების საერთაშორისო ექსპერტს შეხვდა

ენძელა მაჭავარიანი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორს შეხვდა
24 იანვარი 2020

ენძელა მაჭავარიანი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R