საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული ამოცანებიდან მე-11 ამოცანასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს დააინიცირებს

მედია და საზოგადოება 05 აგვისტო 2022
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული ამოცანებიდან მე-11 ამოცანასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს დააინიცირებს

„როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აქტიური გამოყენების წამახალისებელი საკანონმდებლო პაკეტის შესამუშავებლად ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შექმნა სამუშაო ჯგუფი. ჯგუფმა ძალზედ აქტიურად იმუშავა ამ პერიოდის განმავლობაში, რის შედეგადაც კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება - დააინიციროს სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული 11 საკანონმდებლო აქტის ცვლილების პროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო ინიციატივა“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება იმ ცვლილებებზე გაამახვილა, რომლებიც საკანონმდებლო პაკეტში აისახება.


„მოგახსენებთ ამ ცვლილებათა არსს, რომლის მიღების შედეგადაც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა უფრო მეტად წაახალისებს ეროვნული სასამართლოების მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისპრუდენციის გამოყენებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის იმ სტანდარტების უფრო აქტიურად იმპლემენტაციას, რაც წარმოადგენს ევროპულ საუკეთესო პრაქტიკას.

• ყველა საპროცესო კანონმდებლობაში გაჩნდება კონკრეტული სივრცეები იმისთვის, რომ უფრო აქტიურად გამოიყენებოდეს სასამართლოების, ადვოკატების, პროკურორების, ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან თავიანთი პოზიციების დასაბუთებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა.
• ამავდროულად, ჩნდება კონკრეტული ვალდებულებები იურიდიული პროფესიებისთვის ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.
• კიდევ ერთი ბლოკი ახლებურად დარეგულირებული საკითხებისა შეეხება საკუთრივ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, რაც გამოიხატება მათ თარგმნაში, ანალიტიკაში, საზოგადოების (მათ შორის პროფესიული წრეების) ინფორმირებაში.
• ახლებურად განისაზღვრება იურიდიული სტატუსი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებისა, როგორც კონვენციის ოფიციალური განმარტებები“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.


მისი თქმით, კომიტეტი პაკეტის ინიცირების შემდეგაც გააგრძელებს მუშაობას ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით. ასევე, სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს რეკომენდაციებს საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ პრაქტიკული აღსრულების პროცესზე დაკვირვების მიზნით.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R