საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ანტიკორუფციული ღონისძიებების სამუშაო ჯგუფმა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაზე და უწყებებს შორის ეფექტიან კოორდინაციაზე იმსჯელა

მედია და საზოგადოება 12 აგვისტო 2022
ანტიკორუფციული ღონისძიებების სამუშაო ჯგუფმა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაზე და უწყებებს შორის ეფექტიან კოორდინაციაზე იმსჯელა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა, რომელიც ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესრულების ფარგლებში ანტიკორუფციულ ღონისძიებებზე მუშაობს, მორიგი შეხვედრა გამართა.

კომიტეტის თავმჯდომარისა და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სხდომაზე გაიმართა მსჯელობა იმის თაობაზე, თუ რამდენად არის მოაზრებული 12 პუქტიან გეგმაში დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის იდეა.

„ამ საკითხზე ჩვენ მოვისმენთ სამოქალაქო საზოგადოების, კერძოდ კი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენლის ხედვა. მისი მოსაზრებით, 12 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში კარგი იქნებოდა სააგენტოს შექმნა და მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ როგორი იქნება კომპლექტაცია და როგორი იქნება სამსახურის ხელმძღვანელის არჩევის კვორუმი. ოპოზიციის ცალკეულმა წარმომადგენლებმა დააფიქსირეს განსხვავებული ხედვა. მათი მოსაზრებით, აუცილებელია შეიქმნას სააგენტო, რაც აპრიორი უნდა ნიშნავდეს იმას, რომ 2/3-ით უნდა მოხდეს სააგენტოს ხელმძღვანელის არჩევა, სხვა შემთხვევაში კი, ასეთი სააგენტოს შექმნის იდეას აზრი არ აქვს.

ჩვენ დავსვით საკითხი, რომ 12 პუნქტიან გეგმაში არსად წერია, რომ აპრიორი უნდა შეიქმნას ახალი სააგენტო და მითუმეტეს, რომ სააგენტოს ხელმძღვანელი უნდა აირჩეს 2/3-ით. ამასთან დაკავშირებით არ არსებობს კონტრ-პასუხი, ვინაიდან ესეთი იდეა ჩადებული რომ ყოფილიყო 12 პუნქტიან გეგმაში, აუცილებლად იქნებოდა სწორება სააგენტოს ხელმძღვანელის არჩევაზე 90 ან 100 ხმით“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, ასევე გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი გამოწვევა კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით არის უწყებებს შორის კოორდინაცია, რომ კიდევ უფრო ეფექტიანი კოორდინაციაა საჭირო, კიდევ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო პრევენციაზე და შესაძლებელია, კორუფციასთან ბრძოლაში სისხლის სამართლის კონკრეტული შემადგენლობების გადახედვა, სანქციების გადახედვა იყოს, ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი.

„ამ მიმართულებით ჩვენ ვთხოვეთ კონკრეტულ უწყებებს, რომ წარმოადგინონ მათი ხედვა გამოწვევებთან მიმართებაში. ჩვენც, „ქართული ოცნების“ გუნდი ამ მიმართულებასთან დაკავშირებით ჩვენ ხედვას წარმოვადგენთ. მთლიანობაში იკვეთება ორი მიმართულება. ერთი, შეიქმნას სააგენტო ან მეორე გაძლიერდეს კოორდინაცია კორუფციასთან ბრძოლის, გაძლიერდეს პრევენციასთან ორიენტირებულ ღონისძიებებზე მუშაობა და გაძლიერდეს სამართლებრივი რეაგირების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება.

მომდევნო შეხვედრაზე გაგრძელდება დისკუსია ამ მეორე მოდელზე და ამის შემდეგ შევაჯერებთ საბოლოოდ პოზიციებს, თუ რომელი მიმართულებით გადაიხრება საბოლოოდ სამუშაო ჯგუფი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სამუშაო ჯგუფის წევრები არიან: ფრაქცია „ქართულ ოცნებისა“ და ცალკეული ოპოზიციური ჯგუფების წევრები, ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის, პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და სამოქალაქო საზოგადოების (აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის) წარმომადგენლები.

სამუშაო ჯგუფის საქმიანობას მონიტორინგს უწევენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

გეგმის თანახმად, კანონპროექტის ინიცირება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2022 წლის 19 ოქტომბრისა, ხოლო მიღება არაუგვიანეს 2022 წლის 1 დეკემბრისა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა

მსგავსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა
26 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R