საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ანტიკორუფციული ღონისძიებების სამუშაო ჯგუფმა გაფართოებულ ფორმატში პირველი სხდომა გამართა

მედია და საზოგადოება 09 აგვისტო 2022
ანტიკორუფციული ღონისძიებების სამუშაო ჯგუფმა გაფართოებულ ფორმატში პირველი სხდომა გამართა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა, რომელიც ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესრულების ფარგლებში ანტიკორუფციულ ღონისძიებებზე მუშაობს, გაფართოებულ ფორმატში პირველი სხდომა გამართა.
 
კომიტეტის თავმჯდომარისა და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სხდომაზე რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა, რაზეც ჯგუფი იმუშავებს.
 
მისი თქმით, ეს საკითხებია: პრევენციაზე ორიენტირებული ანტიკორუფციული მიმართულება, კორუფციის გამოვლენის შემთხვევაში სწრაფი რეაგირება და სადაც ეს საჭიროა კონკრეტული სისხლის სამართლის შემადგენლობებისა და სანქციების გადახედვა და მესამე საკითხი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა დასვა, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა.
 
„პროცესის მონაწილე სუბიექტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ესაუბრათ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ჩვენი მხრიდან დავსვით საკითხები, რომლებიც შეეხება კორუფციის პრევენციისთვის მუშაობის დამატებით გაძლიერებას და უწყებებს შორის კოორდინაციას. სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებს ვთხოვეთ წარმოადგინონ წინადადებები, რა მიმართულებით შეიძლება ექმნებოდეთ მათ საფრთხე და რა მიმართულებით ფერხდებიან ისინი კონკრეტული სამუშაოს თვალსაზრისით. პრევენციასთან ერთად, ჩვენი მიზანია, სადაც ეს საჭიროა, კიდევ უფრო მეტად გამკაცრდეს სისხლის სამართლის პოლიტიკა. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა დასვა საკითხი ცალკე ანტიკორუფციული სააგენტოს გამოყოფის შესახებ. ჯგუფის მორიგი სხდომა უახლოეს პერიოდში ჩატარდება, სადაც აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა გაიმართება. უნდა აღინიშნოს, რომ ანტიკორუფციული თვალსაზრისით საქართველოს აქვს ძალიან დიდი პროგრესი. კორუფციის აღქმის ინდექსის თვალსაზრისით 145 სახელმწიფოს შორის საქართველო 45-ე ადგილზეა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ფარგლებში მოწინავეა, რაც იმას ნიშნავს, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მხრივ არაერთი ნაბიჯი გადაიდგა და ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერებისთვის“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
 
სამუშაო ჯგუფის წევრები არიან: ფრაქცია „ქართულ ოცნებისა“ და ცალკეული ოპოზიციური ჯგუფების წევრები, ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის, პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და სამოქალაქო საზოგადოების (აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის) წარმომადგენლები.
 
გეგმის თანახმად, კანონპროექტის ინიცირება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2022 წლის 19 ოქტომბრისა, ხოლო მიღება არაუგვიანეს 2022 წლის 1 დეკემბრისა.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R