საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ბაია კვიციანმა და როსტომ ჩხეიძემ ახალციხესა და ახალქალაქში თემატური მოკვლევის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ფარგლებში შეხვედრები გამართეს

ზედამხედველობა - ახალი ამბები 03 სექტემბერი 2023
ბაია კვიციანმა და როსტომ ჩხეიძემ ახალციხესა და ახალქალაქში თემატური მოკვლევის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ფარგლებში შეხვედრები გამართეს

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანის და პარლამენტის წევრ როსტომ ჩხეიძის ახალციხესა და ახალქალაქში გამართული შეხვედრების მთავარი თემა ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის საკითხი იყო.


ბაია კვიციანმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და განათლების თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით ჩატარებული თემატური მოკვლევის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა გააცნო და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კომიტეტი ყველაფერს გააკეთებს ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით დასახული გეგმების შესასრულებლად.


„ჩვენ დავიწყეთ ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის თემატური მოკვლევის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების მონიტორინგის ეტაპი და ეს შეხვედრებიც ამ პროცესის ნაწილს წარმოადგენს. რეგიონებში გასვლის მიზანია ყველა დაინტერესებულ პირს გავაცნოთ, თუ რეკომენდაციების შესრულების რა ეტაპზე ვიმყოფებით. პროცესი რამდენიმე წელზეა გაწერილი და ვგეგმავთ, რომ მონიტორინგი ყოველწლიურად განვახორციელოთ“, - განაცხადა ბაია კვიციანმა.


მისი თქმით, შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო და აღსანიშნავია, რომ თემატური მოკვლევის შედეგების მიმართ განწყობები მნიშვნელოვნად შეიცვალა დადებითი კუთხით.


„ნამდვილად ხაზგასასმელი ფაქტია, რომ განწყობები საზოგადოებაში საგრძნობლად შეცვლილია. თუ თავიდან ზოგიერთი არასამთავრობო, სამოქალაქო სექტორის მხრიდან სკეპტიკური განწყობები შეინიშნებოდა, დღეს, როდესაც სახეზე გარკვეული შედეგები გვაქვს მათი განწყობებიც პოზიტიური გახდა. დარწმუნებული ვართ, ერთობლივი თანამშრომლობით კიდევ უფრო მეტს მივაღწევთ“, - განაცხადა ბაია კვიციანმა.


​თემატური მოკვლევა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პროგრამის „ანგარიშვალდებული და ინკლუზიური პოლიტიკური გადაწყვეტილებების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

მსგავსი

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
15 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
15 ივლისი 2026

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R