საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ბექა დავითულიანი: „თბილისის მუნიციპალიტეტის მერია წარმატებით ახორციელებს სატრანსპორტო პოლიტიკას და ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენს დედაქალაქში თანამედროვე, ევროპული ტიპის სატრანსპორტო სისტემა დაინერგოს“

მედია და საზოგადოება 27 აპრილი 2022
ბექა დავითულიანი: „თბილისის მუნიციპალიტეტის მერია წარმატებით ახორციელებს სატრანსპორტო პოლიტიკას და ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენს დედაქალაქში თანამედროვე, ევროპული ტიპის სატრანსპორტო სისტემა დაინერგოს“

სატრანსპორტო რეფორმის სრულყოფის მიზნით და ამ სფეროში წესრიგის კიდევ უფრო მაღალი ხარისხით უზრუნველყოფისთვის, თბილისის მერიის ინიციატივით და პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტი შემუშავდა, რომლის თანახმად, ავტომობილის არასწორად პარკირებისთვის ჯარიმების ოდენობა იზრდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები ფეხით მოსიარულეების, შშმ პირების, ველოსიპედებითა და ელექტროტრანსორტით მოსარგებლე მოქალაქეების უფლებების დაცვის მეტი გარანტიის უზრუნველყოფას გამოიწვევს, რაც პირდაპირპროპორციულ გავლენას მოახდენს მთლიანად სატრანსპორტო პოლიტიკის ფუნქციონირებაზე.


​პროექტის თანახმად:

• ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტროტუარზე ავტომობილის პარკირება დაუყოვნებლივ დაექვემდებარება ევაკუაციას;

• მუნიციპალიტეტს მიენიჭება უფლება განსაზღვროს საავტობუსო ზოლზე ტაქსის გადასვლის ადგილები და პირობები;

• უქმდება მანქანის საქარე მინაზე ჯარიმის ოქმის დატოვების წესი, სამართალდამრღვევს ოქმი გაეგზავნება სტანდარტული წესით და ამავდროულად მიუვა სმს შეტყობინება;

• ამასთან, ავტომობილის - ველოსიპედის ბილიკზე მოძრაობა, დგომა ან გაჩერება; ტაქსის პარკირების ადგილზე გაჩერება; სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება; ელექტრო ძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე პარკირება და შშმ პირებისთვის განკუთვნილ გაჩერების ადგილზე პარკირება, გამოიწვევს დაჯარიმებას არსებული 50 ლარის ნაცვლად 100 ლარით.

• მსუბუქი მანქანისათვის გამოყოფილ პარკინგზე ტრაილერის, ავტობუსის და სხვა შეუსაბამო ტიპის სატრანსპორტო საშუალების პარკირება ასევე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

• ამავდროულად, ზონალური პარკირების სისტემის დანერგვამ განაპირობა ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნის დაუცველობასა და პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმის 10 დან 50 ლარამდე გაზრდის საჭიროება.


 „რეფორმის ფარგლებში, უკვე განახლდა ავტობუსებისა და მიკროავტობუსების პარკი; განახლდა მარშრუტები; განახლდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, მოხდა ყველა ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთმანეთთან სინქრონიზაცია და შემოღებული იქნა საერთო გადახდის სისტემა. წარმოდგენილი ცვლილებები კი, მნიშვნელოვანი რგოლია რეფორმების იმ ჯაჭვში, რომელიც ჩვენს დედაქალაქში თანამედროვე, ევროპული ტიპის მოწესრიგებული სატრანსპორტო სისტემის ფორმირებას ემსახურება. თბილისის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პოლიტიკა ორიენტირებულია პირველ რიგში ქვეითებზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე, და მხოლოდ ამის შემდეგ კერძო ავტომობილებით მოსარგებლეებზე“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ბექა დავითულიანმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
15 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R